სპორტი
ზუგდიდელი ფეხბურთელი, რომელიც უსინათლოთა ნაკრებში თამაშობს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
35 წლის ბაჩუკი ხასაიას თანდაყოლილი ტოტალური უსინათლოს დიაგნოზი აქვს. ის საქართველოს ფეხბურთის უსინათლოთა ნაკრებში თამაშობს. ამბობს, რომ სპორტი ბავშვობიდან უყვარს, თუმცა ფეხბურთის თამაში მოედანზე მხოლოდ წელს, ზაფხულში დაიწყო, როცა ნაკრების არსებობის შესახებ შეიტყო. მეტიც, თანაგუნდელებთან ერთად აგვისტოში, ბერლინში გამართულ ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

„გუნდში სულ ხუთი მოთამაშეა, ორი მცველი, ორი თავმდამსხმელი და ერთიც მეკარე. მხოლოდ მეკარეა მხედველი. სხვები უსინათლოები ვართ. ბურთს რომ შეანჯღრევ, ხმებს გამოსცემს. ამიტომ, მოთამაშე ვალდებულია ბურთი შეანჯღრიოს, ან შეძახილით ანიშნოს თანაგუნდელს, რომ მის წინაა“, - გვითხრა ბაჩუკი ხასაიამ და შენიშნა, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სავარჯიშო შეკრებაზე გასამგზავრებელი თანხა არ აქვს.

„როცა დუშეთში ვარჯიშებზე უნდა წავსულიყავი, თანხა მჭირდებოდა. ზუგდიდის მერიამ დამაფინანსა. შემდეგ ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხაც ვთხოვე, მაგრამ ამას ბიუჯეტი არ ითვალისწინებსო და მერიის თანამშრომლებმა თავიანთი ჯიბიდან დამაფინანსეს. ახლაც მჭირდება თანხა და ვაპირებ რომ მივმართო, სანამ ახალი ბიუჯეტი შედგება“, - ამბობს ფეხბურთელი.

ბაჩუკი ხასაია პარალელურად უსინათლოთა ზუგდიდის კავშირსაც ხელმძღვანელობს. გვითხრა, რომ ორგანიზაციაში სულ 50 უსინათლო პირია გაწევრიანებული.

„უსინათლოები ჩამოვრჩით, თუ ჩამოგვარჩინეს არ ვიცი. უპირველესად მომვლელის პრობლემა გვაქვს. ჩვენთან მომვლელი მხოლოდ მწოლიარე ავადმყოფისთვისაა, არა და ყველა უსინათლოს სჭირდება. კომუნალური გადასახადების გადახდაში შეღავათები უნდა დაწესდეს. ასევე, გზებზე ხმოვანი შუქნიშნები დამონტაჟდეს და კიდევ ბევრი რამ. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით პრობლემებს მოვაგვარებთ“, - გვითხრა ბაჩუკი ხასაიამ.

ვიდრე ფეხბურთელი მორიგ სავარჯიშო შეკრებაზე გაემგზავრება, ახლა სახლში 10 წლის ტყუპ შვილებთან ერთად ვარჯიშობს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






თბილისში გამართულ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე „Open Tbilisi-2018“
ზუგდიდის
16:31 / 22.05.2018
თბილისში გამართულ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე „Open Tbilisi-2018“ ზუგდიდის






კლუბ „ზუგდიდის“ ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას „ლაივპრესის“
ინფორმაციით
12:47 / 19.05.2018
კლუბ „ზუგდიდის“ ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას „ლაივპრესის“ ინფორმაციით






ზუგდიდში ჩამოყალიბდა ამერიკული ფეხბურთის კლუბი „Western Bad Boys“,
12:06 / 03.04.2018
ზუგდიდში ჩამოყალიბდა ამერიკული ფეხბურთის კლუბი „Western Bad Boys“,






ხობში დღეს, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის
18:21 / 20.03.2018
ხობში დღეს, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის
ცოცხალი ისტორიები
ქეთო ნინიძე - მეღვინე
ბექა ყორშია -  აღმოსავლეთმცოდნე
მერიკო ფიფია - სტუდენტი
როზა ჯიქია - პენსიონერი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.