სპორტი
„საპროექტო შეცდომა“ - რა „გაეპარა“ ზუგდიდის სტადიონის დამპროექტებელს [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მოედნის საფარის დაგება თითქმის დასრულებულია. მინდვრის რამდენიმე მონაკვეთი წყლით გაჟღენთილი დაგვხვდა. აგვიხსნეს, რომ ეს ბალახის მორწყვას უკავშირდება და არა სადრენაჟო სისტემების გაუმართაობას. ქალაქის მერიის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დამაჯერებლად აცხადებს, რომ სისტემა ნებისმიერი სტადიონისას გაუწევს კონკურენციას და შესაძლოა აჯობოს კიდეც.

„გაიჟღერა იმანაც, თითქოს ჭაობში ვდგავართ. ჭაობი არ არსებობს აქ. თავსხმა წვიმები რომ იყო, ამან გაიარა უკვე გამოცდა. ერთი წყალი არ დარჩენილა მოედანზე“, - გვარწმუნებს თამაზ ბულია.

რაც შეეხება ბალახს, - ამბობს, რომ ახლად დაგებულია და უნდა გაიზარდოს. მის მოვლაზე, მორწყვა იქნება ეს, გაკრეჭვა თუ სათამაშოდ გამზადება, სპეციალისტი იზრუნებს.

უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტის შესაბამისი ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესიდან, რაც ასევე თვალში მოგხვდებათ, ბეტონის კედელია. ის სათამაშო მოედანს ოთხივე მხრიდან გასდევს. სწორედ ეს საკითხი გახდა ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკის საგანი.

მათი მტკიცებით, ბეტონის კედელი საფრთხეს წარმოადგენს ფეხბურთელის ჯანმრთელობისთვის. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ქალაქის მერიაში. ამბობენ, რომ კედელი სტანდარტების დაცვით, დამტკიცებული პროექტის მიხედვით ამოიყვანეს. ჯერ მოედანი დახაზული არ არის, თუმცა გვერდითა და კარს უკანა ხაზებიდან ბეტონამდე 5 მეტრი და 10 სანტიმეტრია დაშორება.

„მაგრამ ისინი ამბობენ, აქ უნდა იყოსო 6 მეტრი. დაბრკოლება იქმნებაო. გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მაშინ ადრე, სანამ გაკეთდებოდა. შეიძლება ბეტონის კედელი სარეკლამო ბანერად იქნეს გამოყენებული. ალბათ არქიტექტორს ჰქონდა ჩაფიქრებული ან რბილი მასალებით შეფუთვა მისი და სარეკლამო ბანერად გამოყენება, რომელიც სამ მეტრში უნდა ყოფილიყო. თუ არ გამოდგებოდა, დასკვნა არ უნდა მიეცათ მაშინ. რაც პროექტში არის ჩადებული, ის არის გაკეთებული“, - უთხრა თამაზ ბულიამ „ლაივპრესს“ და შენიშნა, რომ თითოეულ კონსტრუქციაზე მიმდინარეობს კონტროლი, მათი ამოცანა კი მშენებლებთან ერთად, პროექტში გაწერილი სამუშაოების კეთილსინდისიერად შესრულებაა.

სტადიონი დაახლოებით 7 ათას 300 მაყურებელზეა გათვლილი. თუმცა მათგან სამოცს ორი სხვადასხვა ტრიბუნიდან, თამაშებისთვის თვალის მიდევნება შესაძლოა ფეხზე მდგომთ მოუწიოს. ეს იმიტომ, რომ ბოლო რიგების სკამებს გვერდიდან ბეტონის კედელი ეფარება, რის გამოც მოედნის კუთხეებში ფეხბურთელთა გადაადგილების დანახვა შეუძლებელი იქნება. თამაზ ბულია დეტალს „საპროექტო შეცდომას“ უწოდებს, რომელიც დამპროექტებლებს „გაეპარათ“.

„ეშველება მაგასაც. ფეხზე დგომით ყველა ნახავს და მერე მოუვლის ადმინისტრაცია ალბათ. ან იაფად გაყიდის ბილეთებს. იაფი ბილეთის მსურველიც იქნება ვინმე“, - ნახევრადხუმრობით აღნიშნა თამაზ ბულიამ.

მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსის, მამუკა ლოგუას განმარტებით, მეორე ეტაპის სამუშაოები სტადიონს მისცემს იმ სახეს, იმ ფორმას, რაც არის გათვალისწინებული პროექტით.

„2018 წელს ჩვენ გვექნება რეგიონში საუკეთესო სპორტული ბაზა. ეს არა მარტო სანახაობრივი კუთხით, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც ძალიან მომგებიანი პროექტია. შესაძლებლობას იძლევა ჩატარდეს კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ ბიუჯეტს გარკვეული სარგებელი ნახოს“, - გვითხრა მამუკა ლოგუამ.

რა ინფრასტრუქტურა ექნება ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონს, ამის შესახებ ინფორმაცია პროექტშია დაცული:

გუნდების მოსამზადებელი სივრცე, სასაწყობო სივრცე, დაცვის ოთახი, სველი წერტილები გუნდებთან ერთად მაყურებლებისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, ტექნიკური ოთახი ინვენტარის შესანახად, მასაჟისტის ოთახი, გასახდელები და თეორიის ოთახი, მსაჯთა ოთახები, პირველადი დახმარების, დოპინგ კონტროლის ოთახი, სავარჯიშო დარბაზი, საზოგადოებრივი კვების ობიექტი, სატელევიზო კონტროლის ოთახი, სამუშაო სივრცე მედიისთვის, მედია ტრანსლირების ოთახი, პრესკონფერენციის დარბაზი, პრესის ადგილები სტადიონზე, vip მისაღები, vip შესასვლელი, vip ადგილები, ძირითადი კამერის განლაგების ადგილი, სატელევიზიო მართვის ოთახი, vip ლოჟა, vip რესტორანი, vip კაფე-ბარი, vip მოსასვენებელი სივრცე, ცენტრალური სტადიონი, სათადარიგო სტადიონი, სალაროები, საბოლიერო, სარბენი ბილიკი, ავტოსადგომები, - ეს ნაწილია სტადიონის ინფრასტრუქტურის.

მამუკა ლოგუას თქმით, პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია. მისივე სიტყვებით, პირველი ეტაპის სამუშაოები, რისთვისაც 7 მილიონ 800 ათასამდე ლარი დაიხარჯა, სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

პროექტის დამკვეთი ქალაქ ზუგდიდის მერიაა. დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს „თბილქალაქპროექტი“. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ აწარმოებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ნუგზარ წურწუმია, საქართველო, ოქროს მედლის მფლობელი, - ასე
წარადგინეს
16:01 / 24.11.2018
ნუგზარ წურწუმია, საქართველო, ოქროს მედლის მფლობელი, - ასე წარადგინეს






ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონატის
ნახევარფინალისთვის მზადებას განაგრძობს.
17:28 / 17.11.2018
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის მზადებას განაგრძობს.






ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
10:18 / 14.11.2018
ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა.






სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი
ოქროს მედალოსანია
10:43 / 03.11.2018
სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალოსანია
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
ზუგდიდელ დემეტრე ლიპარტიას ცოტა ხნის წინ აგრარულ მეცნიერებათა
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.