სპორტი
საფრანგეთის ჩემპიონი ნიკა წურწუმია საქართველოს სახელით ასპარეზობაზე ოცნებობს
საფრანგეთში გამართულ ლუთ კონტაქტის სახეობაში გამართულ ჩემპიონატზე 18 წლის ნიკა წურწუმია მესამედ გახდა ჩემპიონი.

სპორტსმენი მე-5 წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. მისი მშობლები აფხაზეთიდან დევნილები არიან.

სპორტსმენი ძიუდოს თბილისში, ჯარჯი ზვიადაურთან დაეუფლა. საფრანგეთში ყოფნისას, კი სპორტის ამ სახეობის პარალელურად, მწვრთნელის რჩევით, ლუთ კონტაქტით დაინტერესდა, რომელიც ევროპაში გავრცელებული სპორტის ახალი სახეობაა და კრივსა და ძიუდოს აერთიანებს.

„პარიზიდან მოშორებით, ორლეანში, ლუთ კონტაქტის ჩემპიონატი გაიმართა რამდენიმე დღის წინ და უკვე მესამედ გავხდი ჩემპიონი. რაც შეეხება ძიუდოს, პარიზში მაქვს მოგებული ჩემპიონობა. მალე ძიუდოს ნახევარფინალში უნდა მივიღო მონაწილეობა და იქ თუ მოვიგე, საფრანგეთის ნაკრებში შევალ“, - გვითხრა ნიკამ.

ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საფრანგეთში მცხოვრები ქართული სათვისტომოს სახით.

„საფრანგეთში არის თამარ მეფის სახელობის ეკლესია, სადაც ყოველ კვირა დავდივარ და სტიქაროსნად ვმსახურობ, დავდივარ ასევე ქართულ ცეკვებზე. ლიცეუმშიც ვსწავლობ. ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს, თუმცა ტურნირებზე მარტო მირჩევნია ყოფნა. ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი ჩემი დედაა, ჩემი გამარჯვებებიც პირველ რიგში, მისი დამსახურებაა“, - გვითხრა ნიკა წურწუმიამ.

ახალგაზრდა სპორტსმენის უახლოესი მომავლის გეგმა ძიუდოს უკავშირდება. ის ოცნებობს, რომ საქართველოს სახელით იასპარეზებს და თავის ქვეყანას ოქროს მედალს მოუტანს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდელმა ძიუდოისტებმა ბათუმში გამართულ ფეიქრიშვილის სახელობის
16:34 / 11.07.2018
ზუგდიდელმა ძიუდოისტებმა ბათუმში გამართულ ფეიქრიშვილის სახელობის






მოკრივე მერაბ თურქაძე აფხაზ იგორ ადლეიბას დაუპირისპირდება.
21:04 / 07.07.2018
მოკრივე მერაბ თურქაძე აფხაზ იგორ ადლეიბას დაუპირისპირდება.






ანაკლიაში დასრულდა კიკბოქსინგში ბრძოლები K-1-ის წესებით.
12:39 / 25.06.2018
ანაკლიაში დასრულდა კიკბოქსინგში ბრძოლები K-1-ის წესებით.






თბილისში გამართულ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე „Open Tbilisi-2018“
ზუგდიდის
16:31 / 22.05.2018
თბილისში გამართულ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე „Open Tbilisi-2018“ ზუგდიდის
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.