სპორტი
ზუგდიდში ამერიკული ფეხბურთის კლუბი შეიქმნა [ფოტო]
ზუგდიდში ჩამოყალიბდა ამერიკული ფეხბურთის კლუბი „Western Bad Boys“, რომელიც 16 წლიდან ახალგაზრდებს იწვევს სპორტის ამ სახეობის დასაუფლებლად. იდეა ზუგდიდელ ირაკლი ბუკიას გაუჩნდა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში მწვრთნელობის კურსები გაიარა და მეგობრებთან ერთად კლუბის ჩამოყალიბებაც მოახერხა.

როგორც მან „ლაივპრესს“ განუცხადა, სულ ერთი თვეა რაც დაფუძნდნენ და უკვე დიდი ინტერესი გამოიჩინეს ახალგაზრდებმა სიახლის მიმართ. მეგობრების დახმარებითა და სოციალურ ქსელში კლუბის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, კლუბში გაწევრიანდნენ მოზარდები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

„Western Bad Boys-ის“ დამფუძნებელი უფრო დიდ საინფორმაციო კამპანიასაც გეგმავს. ირაკლი ბუკია ამბობს, რომ აპირებენ შეხვედრებს ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ბროშურების დარიგებას.

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგვმართოს. ისინი ვარჯიშებს გაივლიან და თუ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმს, რა თქმა უნდა მოხვდებიან გუნდში. სწავლება უფასოა. ჩვენ ფინანსური მხარდაჭერის და სპონსორების ძიებაში ვართ. აქ საუბარია ელემენტარული დაფინანსების მოპოვებაზე, რომ ფორმები გვქონდეს, თორემ ხელფასებს არავინ ითხოვს“, - ამბობს ირაკლი ბუკია.

ამჟამად კლუბის წევრები ზუგდიდის მერიის მიერ გამოყოფილ ონარიის უბნის სტადიონზე ვარჯიშობენ. მწვრთნელს მიაჩნია, რომ ამერიკულ ფეხბურთს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, რისი დასტურიც არის რეგიონებში მისი განვითარების სწრაფი ტემპი.

„ამერიკული ფეხბურთი განსხვავებულია თამაშის სტილით. ერთი შეხედვით წააგავს რაგბს, თუმცა სრულიად განსხვავებული წესები აქვს. ფეხბურთთანაც ამ მხრივ არანაირი კავშირი არ აქვს. მე ვიტყოდი, რომ ქართველებს მარტივად შეგვიძლია ავუღოთ ალღო და ამას ადასტურებს ისიც, რომ 2-3 წელიწადში უკვე თითქმის ყველა რეგიონში ერთი კლუბი მაინც არის. რეჟიმი სჭირდება, მებრძოლი ხასიათი სჭირდება, რაც გვაქვს. როცა წესებს მიხვდები, სანახაობრივადაც ძალიან ლამაზი სპორტია“, - ამბობს მწვრთნელი.

ამერიკული ფეხბურთი აშშ-ში ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში. ის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ქვეყანაში 1972 წლიდან გახდა, მას შემდეგ, რაც ამ კომპონენტში გაუსწრო ბეისბოლს. ამჟამად ამერიკულ ფეხბურთს 80-ზე მეტ ქვეყანაში თამაშობენ.

საქართველოში ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია 2011 წლის ივნისში შეიქმნა, რომელიც გაწევრიანებულია ევროპის ამერიკული ფეხბურთის ფედერაციაში. მესამე წელია რაც ტარდება სპორტის აღნიშნულ სახეობაში ჩემპიონატი, რომელშიც ჩართვას დაახლოებით ერთ წელიწადში გეგმავს ზუგდიდის გუნდი. კლუბის შესახებ ვიდეომასალას „ლაივპრესი“ უახლოეს მომავალში მოგაწვდით. მასალაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ამერიკული ფეხბურთის ზუგდიდის კლუბს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ხობში დღეს, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის
18:21 / 20.03.2018
ხობში დღეს, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის






ზუგდიდელი, 10 წლის ნიკოლოზ შამათავა საქართველოს სასკოლო ჩემპიონი
უკვე მეორედ გახდა.
17:04 / 17.02.2018
ზუგდიდელი, 10 წლის ნიკოლოზ შამათავა საქართველოს სასკოლო ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა.






საფრანგეთში გამართულ ლუთ კონტაქტის სახეობაში გამართულ ჩემპიონატზე
18:16 / 30.01.2018
საფრანგეთში გამართულ ლუთ კონტაქტის სახეობაში გამართულ ჩემპიონატზე






ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ, ჯგუფური
11:09 / 02.12.2017
ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ, ჯგუფური
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.