სპორტი
კიკბოქსინგში კოლხეთის თასზე გამარჯვება ზუგდიდელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს
ანაკლიაში დასრულდა კიკბოქსინგში ბრძოლები K-1-ის წესებით. სპორტსმენები ერთმანეთს „კოლხეთის თასისთვის“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დავით ქირიას კლუბის მებრძოლები არიან. სუპერ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა და მეტოქე დაამარცხა 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაგო გედენიძემ. გიორგი ხუფენიამ 62 კგ. წონით კატეგორიაში ნოკაუტით ძლია აზერბაიჯანელ მეტოქეს. ასევე, სპარტაკ შენგელიამ, დავით წყაროზიამ და ნიკა პაპასკირმა მოწინააღმდეგეები ნოკაუტით დაამარცხეს.

გადამწყვეტი ბრძოლა კლუბ დავით ქირიას და კლუბ ხარებას მებრძოლებს შორის შედგა, სადაც ლადო გაბისონია ოთო გოგობერიშვილთან დამარცხდა.

ჩემპიონატის ორგანიზატორებმა „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ შეჯიბრში ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ დაარსებული კლუბ ახმატიდან იყვნენ წარმოდგენლები, თუმცა ვერცერთმა მათგანმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, ისევე, როგორც რუსმა სპორტსმენებმა.

„კოლხეთის თასი, რომლის საპრიზო ფონდი 10 ათასი ლარია, სამ თვეში ერთხელ იმართება. მომდევნო შეჯიბრი სექტემბერშია ჩანიშნული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდელმა ძიუდოისტებმა ბათუმში გამართულ ფეიქრიშვილის სახელობის
16:34 / 11.07.2018
ზუგდიდელმა ძიუდოისტებმა ბათუმში გამართულ ფეიქრიშვილის სახელობის






მოკრივე მერაბ თურქაძე აფხაზ იგორ ადლეიბას დაუპირისპირდება.
21:04 / 07.07.2018
მოკრივე მერაბ თურქაძე აფხაზ იგორ ადლეიბას დაუპირისპირდება.






თბილისში გამართულ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე „Open Tbilisi-2018“
ზუგდიდის
16:31 / 22.05.2018
თბილისში გამართულ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე „Open Tbilisi-2018“ ზუგდიდის






კლუბ „ზუგდიდის“ ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას „ლაივპრესის“
ინფორმაციით
12:47 / 19.05.2018
კლუბ „ზუგდიდის“ ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას „ლაივპრესის“ ინფორმაციით
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.