ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე გახდა
„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის“ ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა, როცა ქართველმა სპორტსმენმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
სენაკელმა სპორტსმენმა არგენტინაში სულ სამი ბრძოლა გამართა: პირველ წრეში ქულებით სომეხი ეროვნების სპორტსმენს, საჰაკ ივანესიანს, მეორეში კი მოუგო ალჟირელ აჰმედ მერიხის. მან ფინალში ყირგიზი ელმირბეკ სადიროვი დაამარცხა.
იგივე ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა გიორგი თოხაძემ (51 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.