სპორტი
შეხვედრის ორგანიზატორი აღიარებს, რომ ფოთელ სპორტსმენთან კონტრაქტი დაირღვა
სინამდვილეში მეც არ ვიცი რა მოხდა, ვერც ლევანი მიხსნის. რაუნდები შეუცვალეს და მე რა შუაში ვარ. ასე გამოეხმაურა შეხვედრების ორგანიზატორი ფოთელი მოკრივის, ლევან შონიას ბრალდებებს. ალექსეი კოსობოკოვსი „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქართველ სპორტსმენს კონტრაქტი ბულგარულ მხარესთან ჰქონდა დადებული, ამიტომაც უკვირს მის მიმართ არსებული პრეტენზიები და ისიც, თუ რატომ სცემა მას შონიამ.

ალექსეი კოსობოკოვსი ადასტურებს, რომ კონტრაქტის პირობები დარღვეულია და რვა რაუნდის ნაცვლად, ბრძოლა მეექვსე რაუნდში დასრულდა. თუმცა განმარტავს - სპორტსმენები ცვლილების შესახებ გასახდელშიც გააფრთხილეს. შესაბამისად, ლევან შონიამ წინასწარ იცოდა, რომ ბრძოლა ექვსრაუნდიანი იქნებოდა, თუმცა თანხა რვა რაუნდის შესაბამისი გადაუხადეს. ერთი სიტყვით, ორგანიზატორის თქმით, ფინანსური თვალსაზრისით, კონტრაქტის პირობები დაცულია:

„დიახ, ეს მართალია. მათ შეცვალეს 8 რაუნდი 6 ზე. შეჯიბრამდე ოთხი საათით ადრე გაგვაფრთხილეს. არა იმიტომ, რომ ლევანი ძლიერი იყო და ბევრი რაუნდი სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მთავარი შეჯიბრის ტრანლირება. ეს შეჯიბრი ტრანსლაციაში, რომ მოხვედრილიყო, შეამცირეს რაუნდები“, - განმარტა მან.

ალექსეი კოსობოკოვის თქმით, ქართველ სპორტსმენს ხელი სხვისთვის რომ დაერტყა, თანხას მონაწილეობისთვის არ გადაუხდიდნენ და დისკვალიფიკაციასაც მისცემდნენ.

რაც შეეხება მოკრივის კიდევ ერთ ბრალდებას, რომ კონტრაქტში მოწინააღმდეგის წონა ნაკლები ეწერა, სინამდვილეში კი მეტი აღმოჩნდა, აღნიშნა - აწონვას თავად არ დასწრებია, რადგან ბულგარეთში გვიან ჩაფრინდა.

„კონტრაქტში მითითებული იყო 79-82 -მდე. ამის შესახებ ლევანმა იცოდა თავიდანვე. მან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ლევანი ამტკიცებს, წონა გადაჭარბებული იყოო. მე ვუთხარი, რომ სურათი გადაუღე და მანდ ბულგარეთში არის კომისია, რომელიც განიხილავს“, - გვითხრა ალექსეი კოსობოკოვსმა.

ორგანიზატორის თქმით, რამდენიმე ქართველმა მას დაურეკა და ლევან შონიას ქმედების გამო მოუბოდიშა, თუმცა თავად სპორტსმენს მისთვის ამ დრომდე ბოდიში არ მოუხდია.

ფოთელი მოკრივე ამბობს, რომ ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე მისი კონტრაქტის პირობები დაარღვიეს. ამაში ლევან შონია ლიტველ აგენტს, ალექსეი კოსობოკოვს ადანაშაულებს. სპორტსმენი უცხოური და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც შეჯიბრის შემდეგ აგენტს სცემა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი
ოქროს მედალოსანია
10:43 / 03.11.2018
სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალოსანია






ფოთელი მოკრივე ამბობს, რომ ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო
შეჯიბრზე
11:37 / 30.10.2018
ფოთელი მოკრივე ამბობს, რომ ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე






დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში
მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა.
10:24 / 24.10.2018
დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა.






ძალიან გახარებულები ვართ ამ გამარჯვებებით. რა თქმა უნდა, ეს არ
გვაძლევს
13:20 / 22.10.2018
ძალიან გახარებულები ვართ ამ გამარჯვებებით. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.