საზოგადოება
პირველი მფრინავი ქალები სამეგრელოდან [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ბავშვობაში თვითმფრინავის დანახვაზე ხშირად აგვიშვერია თითი ცისკენ, და ალბათ ბევრ ჩვენგანს უოცნებია მფრინავობაზეც, მაგრამ მერე, „დიდობაში“, სხვა აუხდენელ ოცნებებთან ერთად „შეგვინახავს“. არ ვიცით ასეთი ოცნება ჰქონდათ, თუ არა რუსუდანს და ნინოს, მაგრამ ისინი მფრინავები გახდნენ.

ზუგდიდის ფოტოარქივზე სტატიის მომზადებისას, პირველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას ფოტოს გადავაწყდი და მას მერე შთამომავლების პოვნას შევეცადე. გამოვარკვიე, რომ რუსუდანზე ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. ხელნაწერი ავტობიოგრაფია, ფოტოსურათები, ძველი საგაზეთო პუბლიკაციები, - ეს მასალა ეროვნულმა არქივმა მოგვაწოდა.

რუსუდან ჟორდანია. ფოტო: ეროვნული არქივი

ავტობიოგრაფიიდან, რომელიც რუსულ ენაზე ხელით არის დაწერილი, ირკვევა, რომ რუსუდან ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში, დადიანების მებაღეების ზამბერლეტების ოჯახში.

„დავიბადე 1915 წელს. მამა ივანე ჟორდანია პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის დროს მძიმედ დაიჭრა, ზუგდიდში დაბრუნდა. გარდაიცვალა 1919 წელს. დედა ზინაიდა ზამბერლეტი-ჟორდანია. ზუგდიდის სკოლაში ასწავლიდა გერმანულს, რუსულს, მუსიკას, ის მამინაცვლის ზამბერლეტის გვარს ატარებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, ერთი წლის სწავლის შემდეგ რიონჰესში წავედი სამუშაოდ. შევედი ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობ ნებაყოფლობით საზოგადოებაში. 1935 წლის მარტიდან ვარ თბილისის საავიაციო სკოლის კურსანტი“, - წერს რუსუდან ჟორდანია.

რუსუდან ჟორდანია ბავშვობაში ზამბერლეტების ოჯახთან ერთად. ფოტო: ლუიზა ციმინტიას არქივიდან

ის მფრინავი 1935 წელს გახდა, მას შემდეგ მან ჰაერში 5500 საათი გაატარა. საპენსიო ასაკში კი საავიაციო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და წერდა მოგონებებს მფრინავებზე, - წერს საბჭოთა პრესა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი რუსუდანის წიგნს „შავი ზღვის მფრინავები“ გადავაწყდი.

გაზეთებში და არც მის ავტობიოგრაფიაში პირად ცხოვრებაზე არაფერი წერია. ამიტომ არ ვიცით ჰყავდა თუ არა მას ოჯახი.

ეროვნულ არქივში დაცული ცნობების თანახმად, მას სიცოცხლეში, 1965 წელს დაბადებიდან 50 და ავიაციაში ყოფნიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მოუწყვეს ზუგდიდში. შემორჩენილ წყაროებში მისი გარდაცვალების თარიღიც არ არის მითითებული.

რუსუდან ჟორდანია. ფოტო: ეროვნული არქივი

რუსუდან ჟორდანიასთან ერთად პირველ მფრინავ ქალად მოიხსენიებენ სენაკის მკვიდრს, სოფელ ეკში დაბადებულ ნინო იგივე ნინა ხუბულავასაც.

სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, რომლის ეზოშიც ნინოს ბიუსტი დგას, დაცული ცნობების თანახმად, ნინო ხუბულავაც 1935 წელს გამხდარა მფრინავი, თუმცა მალე გაურკვეველ ვთარებაში გარდაცვლილა.

სკოლის დირექტორმა ბიძინა ტაბაღუამ ნინო ხუბულავას დის ოლია ხუბულავას წერილები გვიჩვენა.

ნინო ხუბულავა. ფოტო: სენაკის სკოლის ალბომიდან

„ჩვენი ნინა დაბადებული 1917 წლის 29 ოქტომბერს ეკში. ჩემი ძმა ვალია კი 1912 წლის 9 მარტს. ჩვენ ვიყავით ოთხნი. 2 ძმა და 2 და. დედ-მამა რომ გარდაგვეცვალა, ნინა იყო 4 წლის, ვიზრდებოდით ბებია თებრონეს ხელში. 1929 წელს ბებიაც გარდაგვეცვალა და შემდეგ ჩვენი ნათესავების და მეზობლების იმედად ვიზრდებოდით. ვალია სამხედრო ლიოჩიკად მუშაობდა. ეკის შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ ნინა ძმამ წაიყვანა თბილისში და სწავლა განაგრძო ფიზიოში, იქიდან კი თავისი ძმის ვალიას დახმარებით გაემგზავრა ბატაისკში საპლანერო კურსებზე 1934 წელს. საპლანერო კურსების დამთვრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და გახდა პირველი მფრინავი ქალი“, - წერს ოლია ხუბულავა.

ნინო ხუბულავა სხვა მფრინავებთან ერთად. ფოტო: სენაკის სკოლის ალბომიდან

1934 წელს, 1 სექტემბერს, ნინო გაბედულად მიუჯდა თვითმფრინავის შტურვალს, განახორციელა პირველი გაფრენა, შემდეგ უფრო იწრთობოდა და ბოლო გამოცდის დღეც დადგა – 12 ოქტომბერი, 1935 წელს მოხდა მუშა მფრინავების პირველი საზეიმო გამოშვება, სადაც ნინომ უმღლესი ოსტატობით და სიზუსტით შეასრულა პილოტაჟის ინსტრუქციები, - წერს სენაკში გამომავალი გაზეთ „კოლხეთის“ რედაქტორი, ბორის შენგელია.

ნინოს მეგობარი ქრისტინე მკერვალიძე წერილში, რომელიც პირად არქივშია დაცული, წერს, რომ ის კარგად თამაშობდა ხელბურთს და გატაცებული იყო თოფის სროლითაც.

„ხაკისფერი ბლუზა ეცვა, მხრებზე და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა, თმა ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი, მოირთვებოდა, თვალს ვერ მოწყვეტდა ადამიანი. ნინო კარგი ფიზკულტურელი იყო შესანიშნავად თამაშობდა ხელბურთს, გატაცებული იყო თოფის ხმარებითაც, ერთხელ მომიტანა ფოტოსურათი მასში ნინო შარვლითა და თოფით ხელში იყო გადაღებული, და სიცილით მითხრა, ჩემო ქრისტინე გენაცვალე, ქალური საქმეც მეხალისება და ვაჟკაცურიცო“.

ნინო ხუბულავას ბიუსტი სენაკის #7 საჯარო სკოლის ეზოში. ფოტო: ლაივპრესი

მფრინავი ქალის გარდაცვალების მიზეზე ოფიციალური ცნობა არარსებობს. მისი და ოლია ხუბულავა წერს, - „დიდხანს არ დასცალდა და მოულოდნელმა სიკვდილმა ხელიდან გამოგვტაცა 1935 წელს, 27 მაისს. ნინას ცხედარი დასვენებული იყო ავიაკლუბში, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე“.

სენაკის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა და პედაგოგმა ლამარა გეგენავამ გვითხრა, რომ ნინოს გარდაცვალებიდან 66 წლის თავზე სკოლის ეზოში ბიუსტი დაიდგა. ინიციატივა კი პიონერხელმძღვანელს, იზოლდა ჩიკვაიძეს ეკუთვნოდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
Политика
По какой причине жители Гали соглашаются или отказываются от вида на жительство

Автор: Тамар Затнарая

Процесс выдачи вида на жительство, который начался в Абхазии летом, продолжается. Часть жителей

Женщины в политике на примере Зугдиди
Автор: Тамар Зантарая

По оценке организаций, работающих над гендерными вопросами, на руководящих должностях самоуправляющихся единицженщины представлены в малом
Возможный отказ Сухуми и Москвы от женевского формата – будущее международных переговоров
Автор: Нино Толорая

После решения комитета заместителей министров Совета Европы, в котором впервые было зафиксировано, что конфликт происходит между Российской
Торговые коридоры с Россией и Абхазия, как часть этих коридоров – дискуссия в Зугдиди [Видео]
Автор: Нино Толорая

Конфликты в Грузии, Россия, Абхазия, перспектива нормализации отношений, новые реалии, их вызовы и пути преодоления, - эти темы обсуждались
Культура
В Зугдиди состоялась презентация первого сборника поэта Ники Лашхия
В Зугдиди состоялась презентация первого поэтического сборника Ники Лашхия, под названием «Донор».
Документальный фильм о празднике дружбы в Рухи
Грузины и Абхазы встречались в приграничном селе Рухи, устраивали торжество, под названием «Праздник дружбы».
Зугдидский ученик восстановил старинный колхский музыкальный инструмент [фото]
Автор: Нана Хубутия

17-летний Дмитрий Карчава два года назад занялся поиском старинных народных инструментов и игрой на них.
В Зугдиди, в селе Цване, изучают колхидское дворище
В селе Цване Зугдидского муниципалитета, на месте колхидского дворища, ведутся археологические исследования.
Выбор редактора
Автор: Нана Хубутия

Согласно историческим источникам, в горной части Самегрело делали
Автор: Нана Хубутия

Единственный водный транспорт – паром, сохранился в Самегрело лишь
Активиста Гигу Макарашвили, который из Тбилиси пешком направляется к Ингурскому мосту,
В Анаклиа стартовали масштабные морские работы.