საზოგადოება
ფოთში თევზის გადამუშავების შედეგად უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზები
FaceBook Twitter
E-mail Print
თევზის გადამუშავებით გამოწვეული უსიამოვნო სუნის თავიდან აცილების მიზნით ფოთში მოქმედი საწარმოები ჰაერის გამწმენდ ფილტრებს შეიძენენ და ქაფშიის რეწვის ახალი სეზონისთვის დაამონტაჟებენ. საწარმოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფილტრი უსიამოვნო სუნის გავრცელების პრობლემას სრულად მოაგვარებს. გარემოს დაცვის სამინისტრო კანონში ცვლილებებს 2017 წლიდან გეგმავს, რომელიც საწარმოებს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის ქონას და ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაავადებულებს. მიმდინარე სეზონზე კი, რომლის დასრულებამდე 3 თვე დარჩა, ქალაქში უსიამოვნო სუნი ისევ იქნება.

ქაფშიის რეწვის სეზონზე ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი დგას, რასაც სპეციალისტების მტკიცებით, თევზის გადამუშავებისას ტექნოლოგიური ნორმების დარღვევა იწვევს. თევზის გადამამუშავებელი საწარმოების მფლობელები ამბობენ, რომ გარემოს დაბინძურების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ჯარიმებს იხდიან და მუშაობას აგრძელებენ. მოქმედი კანონი, მსგავსი შემთხვევის გამო საწარმოს დახურვას არ ითვალისწინებს.

პრობლემის მოგვარების მიზნით ფოთში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა და თევზის უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა მოაწყო, რომელსაც საწარმოების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე თევზის უსიამოვნო სუნის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დასახელდა - საწარმოებში სანიტარული რეგულაციების არარსებობა, ჰაერის გამწმენდი სპეციალური ფილტრების არქონა, საწარმოების მიერ თევზის გადამუშავების შედეგად ნარჩენების ზღვაში და მდინარეში ჩადინება, დიდი რაოდენობით დაჭერილი თევზის შემთხვევაში მისი მალფუჭებადობა და ასეთი პროდუქტის გადამუშავება, თევზის ტრანსპორტირება გაუმართავი სატვირთო მანქანებით და არაკვალიფიციური თანამშრომლები.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ხორავა განმარტავს, რომ ამ მიზეზით წარმოქმნილი უსიამოვნო სუნი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება.

„სპეციალისტებზე დაყრდნობით ვამბობ, რომ ეს მყრალი სუნი იწვევს ინტოქსიკაციას, თვალების წვას, სასუნთქი გზების, ფილტვების დაავადებების გართულებას, ალერგიას და საერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას“, - განმარტა მან.

საინიციატივო ჯგუფი კანონის გამკაცრებას და დამატებითი რეგულაციების შემოღებას ითხოვს. მათი თქმით, გარემოს დაბინძურების გამოვლენის მესამე შემთხვევისას საწარმოს ფუნქციონირების უფლება უნდა შეუჩერდეს, ვიდრე არ უზრუნველყოფს ტექნოლოგიების ნორმების დაცვას და საწარმოს საჭირო ტექნიკით აღჭურვილობას.

საწარმოს ხემძღვანელების მტკიცებით, უსიამოვნო სუნი ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს და რაიმე სახის გართულებებს არ იწვევს, თუმცა ამ საკითხზე სპეციალისტების დასკვნა ან კვლევა მათ არ აქვთ.

„სუნი არის გარეკვეულ პერიოდებში, განსაკუთრებით იგრძნობა ძლიერი ქარის დროს. ჩვენ მივაკვლიეთ ბიო ფილტრებს, რომლებსაც უახლოეს პერიოდში დავამონტაჟებთ“, - უთხრა „ლაივპრესს“ თევზის გადამამუშავებელი საწარმოების გარემოს დაცვის სპეცილისტმა ხარიდან ხელაიამ და დასძინა, რომ გარანტია, ფილტრის დამონტაჟების შემდეგ სუნი აღარ იქნება, არ აქვთ.

„ჯეო ფიშ ფაქტორის“ დირექტორის მოადგილე ვასილ რურუა აცხადებს, რომ ფილტრებს ევროპიდან ჩამოიტანს და ახალი სეზონისთვის დაამონტაჟებს.

„დაახლოებით აპრილის თვეში ვგეგმავთ ჩამოტანას, მის დამონტაჟებას, ტექნოლოგიებს გარკვეული დრო 3-4 თვე ჭირდება და ამის შემდეგ მოხდება სამუშაო პროცესში ჩაშვება, რის შემდეგაც ვფიქრობთ სუნი მოსახლეობას არ შეაწუხებს“, - უთხრა „ლაივპრესს“ რურუამ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი, ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შედეგი არ ექნება.

„ბიოფილტრი დაყენდეს და სხვა რაღაცეებს არ მექცა ყურადღება, იგივე ჩამდინარე წყლების ხარისხს და ნარჩენების მართვას, მაინც იგივე შედეგს მიიღებთ“, - განმარტა კორკოტაძემ და დასძინა, რომ მოქმედი კანონმდებლობა საწარმოს დალუქვასაც ითვალისიწნებს, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ ადამიანის ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე.

„ის, რომ შესაძლებელია რაღაცა პერიოდის განმავლობაში ქალაქში უსიამოვნო სუნი იყო ეს არ არის საკმარისი მტკიცებულლება, რომ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამისთვის უნდა არსებობდეს გრძელვადიანი კვლევა. ეს სუნი პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან“, - უთხრა „ლაივპრესს“ სახელმწიფო ინსპექტორმა, ნელი კორკოტაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს თევზის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ექნება ახალი კანონი და რეგულაციები.

ფოთში, თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო მოქმედებს, რომლებიც სამი სახის პროდუქტს აწარმოებენ. ძირითადი პროდუქტი თევზის ფქვილია. შედარებით მცირე რაოდენობით აწარმოებენ თევზის ზეთს. საწარმოები „ცოცხალი“ თევზის რეალიზაციასაც ეწევიან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
11:00 / 21.09.2021
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე თუ ერთხელ მაინც გაივლით,
ახალი სასწავლო წელი, საქართველოს მასშტაბით მოქმედ
სკოლებში ისევ დისტანციურად
10:16 / 02.09.2021
ახალი სასწავლო წელი, საქართველოს მასშტაბით მოქმედ სკოლებში ისევ დისტანციურად
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის
მიხედვით,
16:06 / 01.09.2021
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
Life in exile during the pandemic [Documentary film]

In the village Rukhi in Zugdidi municipality, nine internally displaced

„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
ფოტო
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.