ახალი ამბები
არასამთავრობოები მიმართავენ ზუგდიდის თვითმმართველობას მხარი არ დაუჭიროს მუნიციპალიტეტის გაერთიანებას [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მოქმედი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის და თემის საკრებულოებს მოუწოდებს გამართონ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მხოლოდ მათი აზრის გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ.

მიმართვის ტექსტი დღეს ჟურნალისტებს ზუგდიდის დემოკტარიული ჩართულობის ცენტრში გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

განცხადებაში, ნათქვამია რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გამართა სხდომა, სადაც განიხილეს 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, სამთავრობო კომისიის წევრებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ და მუნიციპალიტეტის საკრებულოებს კონსულტაციებისა და თანხმობის მისაღებად გაუგზავნეს გაერთიანების შესახებ წინადადება.

„მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ცნობილია, რომ მომავალ პარასკევს არის საკრებულოს სხდომა. ჩვენ მივმართავთ, როგორც თვითმმართველი ქალაქის, ასევე თემის საკრებულოებს, რომ მოსახლეობასთან დისკუსიების გარეშე არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და მოქალაქეები უნდა იყონ ჩართული ამაში. გადაწყვეტილება არ უნდა ხდებოდეს პარტიული დირექტივების მიხედვივთ, არამედ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მოქალაქეთა ინტერესების დაცვას“, - განაცხადა „საუნჯეს“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას განცხადებით, მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, რომლის შედეგი იქნება ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა, არ იზიარებს მოსახლეობის უმრავლესობა. უფრო მეტიც, მისი სიტყვებით, 2013 წელს ზუგდიდში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა და შეგროვდა ხელმოწერები, სადაც გამოვლინდა, რომ ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ამავე ტერიტრიაზე მცხოვრები 50 000 მოქალაქის ნებაა, რომლებმაც 2014 წლის ადგლიობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს ქალაქის მერი და საკრებულო.

როგორც არჩილ თოდუამ შეხვედრაზე განმარტა, ხელმომწერთა შორის ის პირებიც არინ ვინც დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არიან წარმოდგენილი, მათ შორის, მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეულები. ამიტომ, მისი სიტყვებით, საკრებულოს წევრებს მართებთ მეტი პასუხისმგებლობა და მათი ამომრჩველების ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღება.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით მოსახლეობას და ვიცით, რომ მათი უმრავლესობა ეწინააღმდეგება ამ იდეას. ისინი ამბობენ, რომ ქალაქ ზუგდიდს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ხოლო თემ ზუგდიდს კი შეუნარჩუნდეს თვითმმართველი თემის სტატუსი“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ქალაქი ზუგდიდი დაკარგავს საკუთარ დამოუკიდებელ ბიუჯეტს და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობას, რაც შეანელებს ქალაქის განვითარების ტემპებს და შეამცირებს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სწორედ, ამიტომ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოხატავდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნებას.

ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა დარწმუნებულია, რომ თავის დროზე მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში ხმა მისცა სწორედ დაანონსებული თვითმმართველობის რეფორმის მიზეზით. გარდა მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილისა, მადონა ხარებავას თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომაც არ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების გაერთიანება, არის ის რომ დაირღვევა დეცენტრალიზაციის მთავარი პრინციპი - მოსახლეობის აქტიური ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში.

„ჩვენ ვთვლით, როცა მოხდება მუნიციპალიტეტების გამსხვილება, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში კიდევ უფრო ნაკლები იქნება მოსახლეობის ჩართულობა“, - განაცხადა მადონა ხარებავამ.

არასამთავრობო ორგანიზაციები იმედს იტოვებენ, რომ საკრებულოების გადაწყვეტილება დაეფუძნება მოქალაქეთა ინტერესებს, რომლებმაც ქალაქისა თუ თემის ხელისუფლებად სწორედ მათი ინტერესების გასატარებლად აირჩიეს.

მიმართვას ხელს აწერენ ორგანიზაციები „საუნჯე“, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“, „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი“, „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“, „ნეოგენი“, „თანაზიარი“, ასოციაცია დეა, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და „მერკური“.

Print E-mail
Twitter
Акоронавирус

Асоветтә репрессиақәа
Ажәaбжь ҿыцқәa
2020 шықәсазы арҵаҩы имилаҭтә ҳамҭа лоуит
Қириаа рҭаацәара есышьыжь иангылалак, ашәҭқәа рхылаҧшра иалагоит.
Қырҭтәылагьы адунеи аҿгьы, ҭагалан-аӡынразы, агрипп аҽыхьчаратә лаҵа актуалтә ҵакы аиуеит,
Амультимедиa
Ишәҳaрдыруеит aботaникaтә бaҳчa иaхылaҧшуa aуaaҧсырa [aфото]
Аботaникaтә бaҳчa aaдыртуеит шьыжьымҭaн aсaaҭ 6 рзы, нaс aусзуҩцәa
Жәыргьыҭтәи афермер апандемиа аан ашәҭқәа шиҭиуа [афото]
Хышықәса ҵуеит афермер Леван Берулава, агазаниа, петуниа,
Алакә афырхацәа аниматорцәа рҭаацәара аҟынтә
Раҧхьаӡа акәны абгахәыҷы аформа ҟаиҵеит иӡҕаб хәыҷы ашьыжьқәгылара
Ақырҭуа ашә ажәытәтәи аҿыци ахкқәа Жәыргьыҭтәи ацәыргақәҵаҿы  [афото]
Апырпыл злоу ашә, еиуеиҧшм ахәсқәа рыла иҟаҵоу ашә, саҧерави иӡаашьу
Аботаникатә баҳча аартранӡа мызкы шагу [авидео]
Жәыргьыҭтәи аботаникатә баҳчаҿы аиҭашьақәыргыларатә усурақәа