ახალი ამბები
ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
FaceBook Twitter
E-mail Print

როგორ წარმოუდგენიათ მოქალაქეებს ზუგდიდის სახელისუფლებო

მოწყობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, – ამ საკითხზე სასაუბროდ, დღეს, 22 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, დისკუსია მოეწყო.

 

საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთი წევრის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.

 

მისივე თქმით, ზუგდიდს დღეს რეალურად არ ჰყავს ხელისუფლება, რადგან მას ქალაქის სტატუსი არ აქვს, ამიტომ საინიციატივო ჯგუფი სთავაზობს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ქალაქის სტატუსის აღდგენის და მისი მმართველობის მოწყობის საკითხებში.

 

„არ გვინდა, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებაში არსებული ჯანსაღი იდეები დაიკარგოს. გავუზიაროთ ერთმანეთს. კარგია, რომ მთავრობას აქვს ინიციატივა, რომ საქართველო 2014 წელს ორდონიანი არჩევნებით შეხვდება. სამწუხაროდ ზუგდიდს ააწაპნეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქალაქს თავისი სტატუსი უნდა აღუდგეს", – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, გურამ ჩიხლაძის თქმით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება კარგი ფაქტია, მაგრამ არსებობს კითხვები, თუ რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი თვითმმართველი ქალაქი და რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი ბიუჯეტის, ქონების მართვაში.

 

თავის მხრივ, მერაბ ქვარაიამ შეხვედრის მონაწილეებს ქალაქისთვის სტატუსის მინიჭების ძლიერი მხარეები გააცნო, რაც მისი თქმით, გამოიხატება ხელისუფლების დეცენტრალიზაციასა და მმართველობის ფუნქციების გადანაწილებაში, მნიშვნელოვანი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტასა და ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებაში.

 

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერეს.


ამავე თემაზე


მერაბ ქვარაია: ზუგდიდმა უნდა აღიდგინოს სტატუსი, რომელიც დაკარგა, თუ დააკარგვინეს [Video]

Print E-mail
Twitter
Акоронавирус

Асоветтә репрессиақәа
Ажәaбжь ҿыцқәa
2020 шықәсазы арҵаҩы имилаҭтә ҳамҭа лоуит
Қириаа рҭаацәара есышьыжь иангылалак, ашәҭқәа рхылаҧшра иалагоит.
Қырҭтәылагьы адунеи аҿгьы, ҭагалан-аӡынразы, агрипп аҽыхьчаратә лаҵа актуалтә ҵакы аиуеит,
Амультимедиa
Ишәҳaрдыруеит aботaникaтә бaҳчa иaхылaҧшуa aуaaҧсырa [aфото]
Аботaникaтә бaҳчa aaдыртуеит шьыжьымҭaн aсaaҭ 6 рзы, нaс aусзуҩцәa
Жәыргьыҭтәи афермер апандемиа аан ашәҭқәа шиҭиуа [афото]
Хышықәса ҵуеит афермер Леван Берулава, агазаниа, петуниа,
Алакә афырхацәа аниматорцәа рҭаацәара аҟынтә
Раҧхьаӡа акәны абгахәыҷы аформа ҟаиҵеит иӡҕаб хәыҷы ашьыжьқәгылара
Ақырҭуа ашә ажәытәтәи аҿыци ахкқәа Жәыргьыҭтәи ацәыргақәҵаҿы  [афото]
Апырпыл злоу ашә, еиуеиҧшм ахәсқәа рыла иҟаҵоу ашә, саҧерави иӡаашьу
Аботаникатә баҳча аартранӡа мызкы шагу [авидео]
Жәыргьыҭтәи аботаникатә баҳчаҿы аиҭашьақәыргыларатә усурақәа