14GB
(მე) მკვიდრე - კახა კინწურაშვილი [14GB]
FaceBook Twitter
E-mail Print
სასწორი ვარ! ჰაერი, ცა მიყვარს.

მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშირებული.

მაგრამ მიყვარს! აქ მცივა და აქ მცხელა, აქაა ხალხი, აქაა ჩემი მტერიც და ჩემი ძმაც.

***

რა არის ბავშვობა?

ნუთუ რამდენიმე მოგონებას ჰქვია ბავშვობა?!

***

კარგად მახსოვს მუდამ ტკბილად მოსაგონარი ბაბუაჩემის დიდი სახლი, უზარმაზარი ვერანდებით, ლამაზი და მოვლილი ეზო. ზღვის, ევკალიპტებისა და მცენარეების გამაბრუებელი სურნელი.

ბაბუაჩემის სახლი, როგორც ჩვენი არსებობის სიმბოლო.

ბაბუას გული ახალგაზრდობის ვნებებით სავსე ბევრ მოგონებას ინახავდა. ალბათ ამიტომ შეაწუხა და ექიმმა ზღვაში ბანაობა ურჩია. ციოდა,ზღვაში შევიდა. დაუდევრად დაკეცილი ტანსაცმელი, ნიჟარები და მე ნაპირზე დავრჩით. ზღვიდან ამოსული ორთქლში იყო გახვეული და ზღაპრის გმირს, დაუმარცხებელ გოლიათს, ჰგავდა.

***

მე რომ დავიბადე, ბაბუამ ეზოში პალმა დარგო.

ის ახლა 33 წლისაა.

***

იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობდი, საბავშვო ბაღი იყო. ჰოდა, იქ შემიყვანეს. არ მიყვარდა საბავშვო ბაღი.

შუადღეზე გვაძინებდნენ. არ მიყვარდა დაძინება. ნეტა ვინმეს უყვარდა? ერთ დიდ ოთახში ყველას ერთად გვაწვენდნენ, დაიძინეთო, გვტოვებდნენ. გატრუნული ვიწექი მასწავლებლისა და აღმზრდელის გასვლის მოლოდინში. მერე საბნიდან ნელ-ნელა მკლავებს ამოვაძვრენდი და ვიწყებდი ჯერ ჩუმათ, ჩურჩულით რაღაცის ბუტბუტს... ვცდილობდი, მეზობლები გამეღვიძებინა. თუ ეს არ გაჭრიდა, ხმას ვუწევდი და, თუ ესეც არ გაჭრიდა, მაშინ მათ გაღვიძებას სხვადასხვა ხერხით ვცდილობდი... მაგალითად, ცხვირზე ან თმაზე ვეხებოდი, საბანს გადავაძრობდი... გამოღვიძებულები ერთმანეთის საწოლზე დავხტოდით, ბალიშებს ჰაერში ვისროდით და რა ვიცი, კიდევ რას არ ვაკეთებდით?! მანამ, სანამ ხმა ჩვენი ოთახის კედლებს არ გასცდებოდა და კარებში აღმზრდელის უზარმაზარი ფიგურა არ აღიმართებოდა.

– რა ხდება?

– რა ამბავია?

– რატომ არ გძინავთ?

ასეთი რიტორიკული შეკითხვებით სრულდებოდა შუადღის ჩემი ყველა დაძინება.

ნიჭიერი, მაგრამ გაფანტული ბავშვია..

ლექსი მომცეს.

აბა, თუ ისწავლის?!

ვისწავლე!

გავიზარდე!

5 წლისა სკოლაში შემიყვანეს და შუადღის საძულველი ძილიც დასრულდა!!!

***

სასწორი ვარ! ჰაერი, ცა მიყვარს.

მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშირებული.

მაგრამ მიყვარს! აქ მცივა და აქ მცხელა, აქაა ხალხი, აქაა ჩემი მტერიც და ჩემი ძმაც.

და მთავარი – ჩემი (მე)მკვიდრე – იოანე.


ავტორი: კახა კინწურაშვილი
ფოტო:
ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის არქივი


THE HEIR

 


I am a Libra! I love the air… The sky...

 

I am connected to the earth with unearthly threads…

 

But I still love it! This place is everything, I am cold here and I am hot here… Here are my people, my enemies, my brother is here.

 

***

 

What is childhood?

 

Can we call childhood a collection of sets of memories?!…

 

***

 

I remember how sweet my grandfather’s big house was, with its huge verandas and a beautiful, well-kept garden. Intoxicating scents of the sea, Eucalyptus and flowers.

 

My grandfather’s house was the symbol of our existence…

 

Grandpa’s heart kept a lot of memories from his passionate youth.

 

That must be the reason why he had heart problems and a doctor suggested swimming in the sea. It was cold… He entered the sea. Clothes, folded carelessly, shells and I stayed on the beach… Coming out of the sea, he was surrounded by the steam and reminded me of the undefeated Giant from the fairy tales…

 

This scene disappeared together with the sunset…

 

***

 

When I was born, Grandpa planted a palm tree in our garden…

 

It is 33 years old now…

 

It is an orphan…

 

***

 

On the street where I lived there was a kindergarten. So I attended it. I hated the kindergarten. They made us sleep at noon.

 

I never liked sleeping. Well, who did? They would herd us all in one room, tell us to go to sleep and leave us alone. I would lie with baited breath and wait for the teachers and the nanny to leave. Then gradually I would take out my arms from the blanket and start whispering and mumbling in order to wake up my “neighbours”. If this would not work, I would raise my voice and then would take other measures, like I would touch them on their noses or their hair, or even strip off the blankets. All awake, we would start jumping on the beds, throwing pillows in the air and much more! We would continue so until the nanny’s monumental figure appeared.

 

What is happening?

 

What’s wrong?

 

Why aren’t you sleeping?

 

This rhetorical question would end our sleep at noon.


He is quite gifted, but he cannot memorize things well.

 

They gave me a poem.

 

Will he be able to learn it by heart?

 

I learned it!

 

I grew up!

 

At the age of 5, I was sent to school and the hateful forced sleep at noon finished for me.


This scene disappeared together with the sunset too…

 

***

 

I am a Libra! I love the air… The sky.

 

I am connected to the earth with unearthly threads… I am left without the ground to stand on.

 

But I still love it! This place is everything, I am cold here and I am hot here… Here are my people, my enemies, my brother is here. And most importantly, my heir, Ioane, is here.

 

Author: Kakha Kintsurashvili
Photo by: V. Abashidze Music and Drama Theather Archive
Translator: Sopio Tobitadze


"14 გბ" ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ენაზე მოთხრობილი საქართველოს უახლესი ისტორიაა. ახალი თაობის შემოქმედთა პასუხები ტრავმულ წარსულზე - აფხაზეთის მოვლენების 1-გიგაბაიტიანი 14 რეპრეზენტაცია.

"ლაივპრესმა" "14 გბ-ის" გამოქვეყნების უფლება ავტორისგან მიიღო, გამოცემის მხარდაჭერით წიგნი ითარგმნა აფხაზურ და რუსულ ენებზე.

"14 გბ" თავის დროზე ავტორის ხარჯებით გამოიცა. კრებულის იდეის ავტორი და შემდგენელია თეა კალანდია. მთავარი კონსულტანტი - ნინო კალანდია; მხატვარი - პაპუნა პაპასქირი; რედაქტორი - ნანა გაფრინდაშვილი; დიზაინი - ია მახათაძე.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.