ახალი ამბები
ზუგდიდში რაგბის მოედანი აშენდება

ზუგდიდში რაგბის სტადიონის მშენებლობისთვის ოთხი ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე გამოყოფილია. სტადიონზე განთავსდება ორი მოედანი და ამდენივე სასტუმრო. მშენებლობას „ქართუ ჯგუფი“ განახორციელებს. „ერთი თეთრი არ მიდის ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან, მას ქართუ ჯგუფი აშენებს და ხუთი წლის მოვლა-პატრონობის შემდეგ გადაეცემა ქალაქს“, - ამის შესახებ ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ დღეს განაცხადა. მერიის სამსახურების ხელმძღვანელებმა დღეს არასამთავრობო სექტორს, მედიას და საკრებულოს წევრებს უკვე განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში ჩააბარეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.