სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ახალი პრესსამსახური ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსად პაატა ლაგვილავა დაინიშნა. ამავე სამსახურში ოპერატორის თანამდებობაზე გოჩა ლემონჯარიას კანდიდატურა შეირჩა. პაატა ლაგვილავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მუშაობას დღეიდან შეუდგა. მან ამ თანამდებობაზე ნანა ფაჟავა შეცვალა. პაატა ლაგვილავა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“, შემდეგ „ტვ-3“-ისა და ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესის“ ჟურნალისტი იყო.