ახალი ამბები
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ვვარაუდობ, რომ ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება
FaceBook Twitter
E-mail Print

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ვარაუდობს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელდება. შესაბამისი განცხადება მან დღეს ანაკლიაში პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ინვესტორთან თითქმის ყველა საკითხი უკვე შეთანხმებულია გარდა ერთისა, მიიღებს თუ არა სახელმწიფო მონაწილეობას ამ პროექტში და რა ფორმით მოხდება ეს. „მიმდინარეობდა მოლაპარაკება კომპანიასთან იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით რაც მოსახლეობას გააჩნდა და ასევე მისი ეკონომიკური მომგებიანობა, რომ უფრო დაგვეხვეწა ამაზე. ინვესტორი წამოვიდა თითქმის ყველა მოლაპარაკებაზე და ეს პროცესი თითქმის დასრულებულია. ერთადერთი საკითხი რაც ღიადაა დარჩენილი არის ის, მიიღებს თუ არა და რა ფორმით მიიღებს სახელმწიფო მონაწილეობას ამ პროექტში. როგორც კი ეს საკითხი დასრულდება ყველა სხვა საკითხი შეთანხმებულია და სამუშაოები ხუდონჰესზე მეორე დღესვე დაიწყება. ვვარაუდობ, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში ჩვენ სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.  

 ინდურ-ინგლისური კომპანიის „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების განცხადებით, დაიტბორება 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, მათ შორის რამდენიმე სოფელი. გასულ წელს „ხუდონჰესის“ პროექტის წინააღმდეგ ხაიშში საპროტესტო აქციები იმართებოდა. სოფლის მცხოვრებლებმა უძველესი სვანური ტრადიციის თანახმად ხატზე დაფიცების რიტუალიც ჩაატარა, რომ არ დათმობდა საკუთარ სახლ-კარს და არ მისემდა კომპანიას ხუდონჰესის მშენებლობის უფლებას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.