ახალი ამბები
პრემიერი: ამოქმედდა სამეგრელო-ზემო სვანეთის კულტურული ძეგლების გადარჩენის პროგრამა
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება ნიკოსეულ სასახლეში. მას თან ახლავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

სასახლეში შესვლამდე პრემიერი დადინების ეზოში ფოტომასალების სახით გაეცნო პროექტებს, რომელთა განხორციელება სამეგრელოშია დაგეგმილი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის პროგრამა ამოქმედდა. მისი თქმით, დადიანების კომპლექს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ნიკოს სასახლეა, ამიტომ მისი რეკონსტრუქცია წლის ბოლომდე განხორციელდება, ასევე იგეგმება სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქციაც.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წლის ბოლმდე მომზადდება ნოქალაქევის ნაკრძალის სრული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც 22 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტისგან შედგება. მისივე სიტყვებით, ზაფხულშივე დაიწყება ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარემონტო სამუშაოები.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მომზადდა დადიანების ბოტანიკური ბაღის საპროექტო დოკუმენტაცია. ასევე, მზად არის დადიანების მთავარი ნაგებობის, ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით განხორციელდა.

"დადიანების ბოტანიკური ბაღი და მუზეუმი არის შედევრი, რომელიც ამტკიცებს, რომ სწრაფვა ევროპისკენ მუდმივად ქონდა ქართველ ხალხს", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრთან ერთად ამერიკის ელჩს ეკატერინეს სასახლის სურათი აჩუქა.

პრემიერის განცხადებით, ზუგდიდში მალე სტადიონის მშენებლობა დაიწყება და ყველა ის პროექტი, რომელზეც დღემდე საუბარი იყო, ხელშესახები გახდება.

ირაკლი ღარიბაშვილი მანამდე სოფელ ცაიშში იმყოფებოდა, სადაც "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გახსნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მანვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში "მაკდონალდსი" ოფიციალურად გახსნა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდება რუხში, ახალი საავადმყოფოს დათვალიერებით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.