არქეოლოგიური აღმოჩენები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროექტს ცვლის
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის
შედეგადაც სასახლის ნანგრევები
აღმოაჩინეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ანთიძის განცხადებით,
არქეოლოგიური აღმოჩენები რასაც ადგილი აქვს ბოტანიკურ ბაღში, მისი
რეკონსტრუქციის პროექტში ცვლილებებს გამოიწვევს. მისი თქმით,
განხილვის საგანი გახდება, თუ რა სახით მოხდება ნანგრევების ტურისტულ
სივრცეში მოქცევა. როგორც სამეგრელო ზემო-სვანეთის პრესსამსახური
იუწყება, ერთ-ერთ ვარიანტად აღმოჩენების შემინვა განიხილება, რომელიც
ძეგლებს დაზიანებისგანაც დაიცავს, ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია კი
2016 წელს დაიწყება.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დადიანების ჯვარედინა სასახლის საძირკველი, იატაკი, ბუხრები, კარის თაღი და სხვადასხვა ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სასახლე მარი ბროსეს მემუარებში აქვს აღწერილი, თუმცა მისი ადგილმდებარეობის შესახებ აქამდე უცნობი იყო. არქეოლოგ რევაზ პაპუაშვილის ცნობით, სასახლის პარამეტრები და მისი მოყვანილობა სრულად ემთხვევა მარი ბროსეს აღწერას, რომელმაც აქ დადიანებთან ერთად აღდგომის ღამე გაათენა. ბროსეს ცნობით, სასახლის ცენტრში დიდი, 32 ადგილიანი მაგიდა იდგა, ამ სასახლეს კი დადიანები საბანკეტოდ იყენებდნენ. გათხრები ასევე მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, სადაც არქეოლოგებმა დადიანების კიდევ ერთი სასახლის ნაშთს მიაკვლიეს. სასახლის სიგრძე 100 მეტრამდეა და არქეოლოგების ცნობით ის მეცხრამეტე საუკუნეში დაიწვა.