ზუგდიდის მერია ახალ საოფისე ტექნიკას შეიძენს
ქალაქ ზუგდიდის მერია ახალი საოფისე ტექნიკის შეძენას გეგმავს.
აღმსარულებელმა ორგანომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი უკვე
გამოაცხადა.
29,600 ლარად მერიამ 25 პერსონალური კომპიუტერი და 60 ერთეული
კარტრიჯი უნდა შეიძინოს. მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა
დავით ხუნჯუამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მერიას ახალი თანამშრომლები
დაემატა რამაც ტექნიკის შეძენის აუცილებლობა გამოიწვია. მისივე
განმარტებით, საკმარისი საოფისე აღჭურვილეობა არ ჰქონდა
თანამშრომლების ნაწილსაც და მათ კომპიუტერით სარგებლობა „მორიგეობით“
უწევდათ.