ზუგდიდში წამების ამსახველი კადრების ჩვენებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო
ზუგდიდში ადამიანის წამებისა და მასზე სექსუალური ძალადობის ამსახველი
კადრების საჯაროდ ჩვენებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებები
მიმდინარეობს.
ამის შესახებ „ლაივპრესს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს. მისივე ინფორმაციით, „გამოიკითხა ადგილზე მყოფი რამდენიმე
პირი“.
კადრების საჯაროდ ჩვენების ორგანიზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და ე.წ. ორგანიზაციის „საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრი, სოსო ლაგვილავა იყო. ჩვენებას სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც დაესწრო. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ არის ვიდეომასალის ჩვენების ორგანიზატორი, თუმცა აღნიშნა - "ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს"-ო. გოგოხიამ მოგვიანებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ კადრების ჩვენების ორგანიზატორი ადგილობრივი თვითმმართველობა და მათ შორის ქალაქის მერია არ ყოფილა. პირადად კი ადგილზე იმიტომ იმყოფებოდა, რომ „გარკვეულ პირთა ჯგუფს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რის თავიდან ასაცილებლად ჩავთვალე საჭიროდ ადგილზე მივსულიყავი და აგვერიდებინა ეს დაპირისპირება, რაც საბედნიეროდ, მოვახერხეთ“-ო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ ორშაბათს, 19 ოქტომბერს ფაქტის შეფასებისას „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების შემცველი მონაცემების გასაჯაროება. მისი თქმით, მსხვერპლის იდენტიფიცირება შესაძლებელია როგორც მოქალაქის ვიზუალით, ასევე ხმით. ამიტომ, მსგავსი ქმედებებით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.
უკრაინულმა ვებ-გვერდმა tube.ua-მ 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა სავარაუდოდ სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული ვიდეომასალა სათაურით - „როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით". ვიდეოში ჩანს მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი და "აღიარებითი ჩვენების" ჩამორთმევა წამების შემდეგ, ვიდეოდან კაურკვეველი დანაშაულის შესახებ.