ფოთის მერიამ მობილური ტელეფონები შეიძინა
ფოთის მერიამ ექვსი მობილური ტელეფონი შეიძინა და ჯამში 4 ათას 684
ლარი დაიხარჯა. მერიამ ტელეფონების შესაძენად შპს „მეგა მობი“
გამარტივებული
წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია და ხელშეკრულება
გააფორმა. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, რა ტექნიკურ მონაცემებს
და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ნივთები, ამიტომ უცნობია, რა
ნიშნით შეირჩა ისინი.
ექვსი მობილური ტელეფონიდან ხუთი ტელეფონი Sony Xperia-ის ფირმისაა, ერთი კი - Samsung Galaxy S4 mini, რომელიც მერიამ სხვადასხვა ფასად შეიძინა.
Sony Xperia Z1 (C6903) – 870 ლარი
Sony Xperia Z1 (C6903) – 870 ლარი
Sony Xperia Z1 compact (D5503) – 815 ლარი
Sony Xperia Z1 (C6902) – 815 ლარი
Sony Xperia Z1 (C6902) – 815 ლარი
Samsung 19192 Galaxy S4 mini – 499 ლარი
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამი მობილური ტელეფონი მერიის თამაშრომლებს, სამი კი საკრებულოს წევრებს გადაეცათ.
Sony Xperia Z1-ის ფირმის ტელეფონები ფოთის მერის მოადგილეს ნიკოლოზ გრიგოლიას, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად შუბითიძეს, საკრებულოს წევრს „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელს პაატა ჩაგანავას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი შამუგიას გადაეცა. ერთ-ერთი მობილური ტელეფონით საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ზურაბ ფაჩულია სარგებლობდა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შემდეგ ის საკრებულოს აპარატს გადასცა.
Samsung Galaxy-ით ფოთის მშენებლობის სამსახურის უფროსი ზურაბ ყურუა სარგებლობს.
მერის მოადგილე ნიკა გრიგოლია ამბობს, რომ ტელეფონის ფუნქციებიდან ძირითადად მეილების გაგზავნის ფუნქციას იყენებს „საჭიროების შემთხვევაში ფოტოებსაც იღებს“.
ფოთის მერიამ მობილური ტელეფონები გასულ წელსაც შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარი გამოიყო.