ახალი ამბები
„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ოფისი განცხადებას ავრცელებს
FaceBook Twitter
E-mail Print
„ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი გოგიტა ბიგვავა ადამიანის წამების და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯაროდ ჩვენებას ეხმაურება: „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად დაკარგა მორალი და აგრძელებს საზიზღრობის ჩვენებას ღია ცის ქვეშ, ბავშვების თანდასწრებით, რომელიც მიუღებელი და გაუმართლებელია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებული ადამიანები მოძღვრავენ საზოგადოებას და გვეუბნებიან, რომ უნდა ვიცოდეთ, თუ საიდან მოვდივართ. თუმცა ეს არის დროებითი, საზოგადოება 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გაუშვებს პოლიტიკურ მოუსავლეთში”, - აცხადებს გოგიტა ბიგვავა.

ზუგდიდში ადამიანის წამებისა და მასზე სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯაროდ ჩვენებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ლაივპრესს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მისივე ინფორმაციით, „გამოიკითხა ადგილზე მყოფი რამდენიმე პირი“.

კადრების საჯაროდ ჩვენების ორგანიზატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და ე.წ. ორგანიზაციის „საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრი, სოსო ლაგვილავა იყო. ჩვენებას სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც დაესწრო. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ არის ვიდეომასალის ჩვენების ორგანიზატორი, თუმცა აღნიშნა - "ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს"-ო. გოგოხიამ მოგვიანებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ კადრების ჩვენების ორგანიზატორი ადგილობრივი თვითმმართველობა და მათ შორის ქალაქის მერია არ ყოფილა. პირადად კი ადგილზე იმიტომ იმყოფებოდა, რომ „გარკვეულ პირთა ჯგუფს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რის თავიდან ასაცილებლად ჩავთვალე საჭიროდ ადგილზე მივსულიყავი და აგვერიდებინა ეს დაპირისპირება, რაც საბედნიეროდ, მოვახერხეთ“-ო.

უკრაინულმა ვებ-გვერდმა tube.ua-მ 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა სავარაუდოდ სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული ვიდეომასალა სათაურით - „როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით". ვიდეოში ჩანს მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი და "აღიარებითი ჩვენების" ჩამორთმევა წამების შემდეგ, ვიდეოდან კაურკვეველი დანაშაულის შესახებ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.