ახალი ამბები
უცნობია როდის აშენდება დაპირებული ძაღლთა თავშესაფარი ზუგდიდში
FaceBook Twitter
E-mail Print
მერის სათათბირო ორგანო „ახალგაზრდულმა საბჭომ“ მერთან მორიგ შეხვედრაზე დააყენა საკითხი ზუგდიდში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობის შესახებ. როგორც „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრმა თეონა კუკავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, შეხვედრაზე ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ ქალაქ ზუგდიდის მერია ამ ეტაპზე ვერ ახრეხებს ძაღლების თავშესაფრის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფას. მისი განმარტებით, ასევე გაირკვა, რომ მერია მუშაობს ალტერნატიულ წინადადებაზე, გეგმავს ითანამშრომლოს ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურთან. კერძოდ კი ძაღლების დაჭერასა და კასტრაციაში სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოუყოს, რომლის ოდენობა ჯერ არ არის დადგენილი.

„მერი თვლის, რომ ეს ნამდვილად არის ქალაქის პრობლემა, მაგრამ ყოყმანობს პროექტის დაფინანსებაზე, კერძოდ ძაღლების თავშესაფრის მშენებლობაზე, რადგან ის თვლის, რომ ერთ მხარეს არიან სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სახლ-კარი არ აქვთ და მეორე მხარეს არიან ძაღლები. მერი უპირატესობას ანიჭებს ხალხის დახმარებას, ვიდრე თავშესაფრის მშენებლობას“, - აცხადებს თეონა კუკავა. ის „ახალგაზრდული საბჭოს“ პარალელურად ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრში“ პროექტის „მიუსაფარი ძაღლიც ადამიანის მეგობარია“ კოორდინატორია. სწორედ ეს ორგანიზაცია გეგმავდა ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით ძაღლების თავშესაფრის მშენებლობაზე მუშაობის დაწყებას. „სამწუხაროდ როგორც ჩანს პროექტის განხორციელება ვერ მოხდება“, - ამბობს თეონა კუკავა.

მის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან მერიაში. როგორც „ლაივპრესს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაია ღუბელაძემ განუცხადა, ის თავადაც ესწრებოდა ირაკლი გოგოხიასა და „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შეხვედრას, სადაც მერს ცალსახა უარი თავშესაფრის მშენებლობაზე არ უთქვამს.

„მერმა საბჭოს მიაწოდა ასეთი ინფორმაცია, რომ ქალაქის საკრებულოს ჰქონდა და აქვს სურვილი, რომ გარკვეული თანხა გამოიყოს ამისათვის. ბიუჯეტის წარდგენის დროს მერის მხრიდან ცალსახად იყო საკრებულოს მისამართით კითხვა დასმული, რამდენად არის ეს საკითხი შესწავლილი და გათვლილი ეს თანხები იმისთვის, რომ სრულფასოვნად მოხდეს თავშესაფრის აშენება. ამ ეტაპზე ეს საკითხი არის შესწავლის პროცესში. მერიასა და საკრებულოს შორის მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა“, - განაცხადა მაია ღუბელძემ.

რაც შეეხება ბათუმის მერიასთან მოლაპარაკების საკითს, მერიის თანამშრომლის სიტყვებით, ამ ეტაპზე ეს საკითხი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტი - ძაღლთა თავშესაფრის აშენებამდე განხორციელდეს ცხოველების დაჭერა და მისი შემდომი პროცედურები. თუმცა, როგორც მაია ღუბელაძე აცხადებს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არც ამ საკითხთან დაკავშირებით არის მიღებული.

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მერიას არ აქვს გათვლილი უპატრონო ცხოველთა თავშესაფრისთვის ხარჯები, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ის არ აშენდება. მერაბ ქვარაიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ საკრებულომ შენიშვნები შეიმუშავა, რომელთაგანაც ერთ-ერთი სწორედ თავშესაფრისთვის თანხების გამოყოფას უკავშირდებოდა:

„მერიამ უკვე იმუშავა აღნიშნულ შენიშვნებზე, საბოლოოდ ჩამოაყალიბა და გაითვალისწინა ისინი ბიუჯეტის პროექტში. პირველი ეტაპისთვის მერია გვთავაზობს გაკეთდეს პროექტი, იმაზე თუ რამდენ ცხოველზე იქნება გათლილი ეს თავშესაფარი, რა მასშტაბების და რა ფუნქციონალური დატვირთვის იქნება ის. ისინი გვპირდებიან, რომ ამ ეტაპისთვის გამოყოფენ თანხას ამ პროექტისთვის და მეორე ეტაპი იქნება უკვე თავშესაფრის მშენებლობა“, - აცხადებს მერაბ ქვარაია, რომელსაც კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

ქალაქის საკრებულომ მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბარი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. როგორც მერაბ ქვარაიამ მაშინ განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში წლის ბოლოს უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდეს.
Print E-mail
Twitter
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.