ბაქოში ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს
სამშობლოს ღალატისთვის, ბაქოში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ჟურნალისტ რაუფ მირკადიროვს,- იუწყება ‘ბი ბი სი“.
აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ მირკადიროვის მიმართ წაყენებული ბრალდების თანახმად, ჟურნალისტი სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა 2008 წლიდან და მათ საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის ტერირტორიაზე ხვდებოდა.
ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით 2014 წელს დააკავეს თურქეთში, საიდანაც ის დეპორტირებულ იქნა აზერბაიჯანში.
ჟურნალისტი თავს უდანაშაულოდ სცნობს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.