ახალი ამბები
„ხიბლა გერზმავა გიწვევთ“ შვეიცარიაში [Video]
შვეიცარიის ქალაქ სანკტ-მორიცში მიმდინარეობს აფხაზი სოპრანოს და რუსეთის სახალხო არტისტის, ხიბლა გერზმავას მუსიკალური ფესტივალი "ხიბლა გერზმავა გიწვევთ". ფესტივალზე სოპრანო და მისი მუდმივი კონცერტმაისტერი, ეკატერინე განელინა შეასრულებენ როგორც რუსულ არიებსა და ოპერებს, ისე სხვა ქვეყნების ცნობილ კომპოზიციებს. როგორც მომღერლის ოფიციალური საიტი იუწყება, ფესტივალი "ხიბლა გერზმავა გიწვევთ" 2001 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად ის აფხაზეთში ტარდებოდა, 2014 წელს კი მოსკოვში გადაინაცვლა. 2015 წელს სოპრანომ ფესტივალი ვენაში დაიწყო, აფხაზეთში გააგრძელა და ნიუ-იორკში დაასრულა.

ხიბლა გერზმავა გაგრის რაიონის დაბა ბიჭვინთაში 1970 წლის 6 იანვარს დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა სოხუმის არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. 1994 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია. აქვს მიღებული სხვადასხვა ჯილდო. 2006 წელს აფხაზეთის, 2012-ში რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიიღო.