ახალი ამბები
ზუგდიდში ახალი უბნის მშენებლობის საკითხზე ოპოზიცია საჯარო განხილვას ითხოვს [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოპოზიციის მხადაჭერის გარეშე მიიღო ყოფილი რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა და გასცა სპეციალური ზონალური შეთანხმება. საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ტერიტორიას მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი. საუბარია მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე კოსტავასა და ჯორჯიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, სადაც როგორც უმრავლესობა ირწმუნება, იგეგმება ახალი უბნის მშენებლობა. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას განცხადებით, მასშტაბური პროექტით, რომელიც ბიზნესისთვის განკუთვნილ ფართებთან ერთად სასტუმროს და საცხოვრებელ კომპლექსებს მოიცავს, დაინტერესებულია კომპანია „ზუგდიდი სითი“. მისი მტკიცებით, კომპანია აპირებს სამშენებლო პროექტი წარუდგინოს ადგილობრივ თითმმართველობას, რომელიც შესაბამისი განხივლებისა და პროცედურების შემდეგ იქნება მიღებული.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეტენზია გამოთქვეს იმის გამო, რომ მერიამ დეპუტატებს მანამდე არ გააცნო დაგეგმილი პროექტის შესახებ და არ მოიწვია შეხვედრაზე, სადაც სპეციალისტები მსჯელობდნენ, თუ რამდენად მისაღებია აღნიშნულ უბანში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. ამასთან, ოპოზიციონერ დეპუტატებს მიჩანიათ, რომ პროექტი საკმაოდ საფრთხილოა და გასათვალისწინებელია მთელი სხვადასხვა საკითხები. მათ შორის იმ მოქალაქეების ბედი, რომლებიც ამჟამად ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობენ, ქალაქის იერსახე და მშენებლობის უსაფრთხოება. იმ მიზეზით, რომ ეს არის მასშტაბური პროექტი და ცვლილებებს გამოიწვევს, ოპოზიცია ითხოვს აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა მოხდეს, სადაც საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას ზუგდიდელებიც შეძლებენ.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ოპოზიციას უთხრა, რომ თემაზე საჯარო განხილები დაგეგმილი იყო მას შემდეგ რაც კომპანია პროექტს წარადგენდა. უმრავლეობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ დარჩება უყურადღებოდ ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობის მცხოვრებლები და, რომ მათი განსახლების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს დევნილთა სამინისტროსთან. ამ დროის მონაცემებით, პროექტის ღირებულება 30-35 მილიონ ლარს შეადგენს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.