ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადება უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით
ელჩების სამუშაო ჯგუფი უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოების გავრცელებით
უკიდურესად შეშფოთებულია, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც
საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეთა მიზანში ამოღება იმ დემოკრატიული პრინციპების აბუჩად აგდებაა, რომელსაც საქართველო ემყარება.
ვგმობთ ბოროტმოქმედების ყველა ამგვარ ფორმას და მივესალმებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა მხარდასაჭერად იყო მიმართული.
ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება ქართველი ხალხის საჯაროდ და მტკიცედ გამოხატულ სოლიდარობას ამგვარ ქმედებათა წინააღმდეგ. ეფექტური, გამჭვირვალე და დაჩქარებული გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა საკითხს წერტილი დაესვას იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოება ადამიანის უფლებებისა და პირადი ცხოვრების დასაცავად კონსტრუქციულ დიალოგშია ჩაბმული", - ნათქვამია განცხადებაში.
გასულ კვირაში სოციალურ ქსელში გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ვიდეოს ავტორის მტკიცებით პოლიტიკოსების პირად ცხოვრებას ასახავს.