ზუგდიდის თეატრის გადარჩენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ზუგდიდის თეატრის გადარჩენის მოთხოვნით პეტიცია მომზადდა და
ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. შეიქმნა შესაბამისი გვერდიც, სადაც
აღნიშნულია, რომ
შენობა დანგრევის პირასაა და რომ მისი მდგომარეობა დღითი-დღე
მძიმე ხდება. ინიციატივა მსგავსი აქტივობის დაწყების მოქალაქე როსტომ
ზარანდიას და როგორც განგვიმარტა, მის „ფეისბუკ მეგობრებს“
ეკუთვნით.
„ზუგდიდის ხმა არ ისმის თეატრის გადასარჩენად, თუ ხმამაღალი ნათქვამია რ გამომდის. ეს პეტიცია ერთ-ერთი ფორმაა. მომავალშიც გვექნება სხვადასხვა აქტივობა. საჯარო, ღია ჩვენებები იქნება სპექტაკლების, მდუმარე აქციები. ჯერ მთავარია ზუგდიდმა დაგვანახოს, რომ თეატრი გვჭირდება“, - უთხრა „ლაივპრესს“ როსტომ ზარანდიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ელექტრონულად ხელმოწერების პროცესი დღეს დაიწყო და ხანგრძლივობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა გამოხმაურება მოჰყვება ამ ფაქტს.
„თუ აღმოჩნდა, რომ ზუგდიდს თეატრი სჭირდება და საკმაო ხალხმა მოაწერა ხელი პეტიციას, მაშინ რა თქმა უნდა წარვუდგენთ კულტურის სამინისტროს“, - გვითხრა როსტომ ზარანდიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნვერსიტეტში, სამი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ თეატრი მისთვის პრიორიტეტული საკითხია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. მანვე განმარტა, რომ პრობლემის გადაწყვეტით პრემიერი და კულტურის მინისტრი არიან დაინტერესებული.
მანამდე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაია ღუბელაძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ზუგდიდის თეატრის დასისთვის ალტერნატიული ფართის მოძიების პროცესი ამ დრომდე გრძელდება, და რომ თეატრი სპექტაკლების ჩვენებას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში გამართავს. ეს მას შემდეგ, რაც შენობა ექსპლუატაციაში შევა.
შარშან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თეატრის რეკონსტრუქცია შესაძლოა სამხრეთ კორეულმა კომპანიამ განახორციელოს, რომელთანაც მოლაპარაკებები დაწყებულია. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ მაშინ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მოლაპარაკებები კომპანიასთან გრძელდება და ოფიციალურ განცხადებას დასრულების შემდეგ გააკეთებს.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში თეატრისთვის 380 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც შარშანდელთან შედარებით 80 ათასი ლარით მეტია.
ზუგდიდის თეატრს 2018 წელს 150 წელი შეუსრულდება.