ახალი ამბები
TI საქართველო: ზუგდიდის სოფლებში გამოვლენილი პრობლემების დიდი ნაწილი გადაჭრილია [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2013-2015 წლების ინფრასტრუქტურული პრობლემების და მათი მოგვარების დინამიკასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხება ორგანიზაციის მიერ სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2013 წელს გამართულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ოცდაათ სოფელში, პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის მათ წარდგენას.

„გამჭვირვალობის“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას განცხადებით, ისინი დაინტერესდნენ, თუ რა რეაგირება მოჰყვა გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის, გამგეობისთვის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული დოკუმენტების თანახმად, რომელსაც თან ფოტომასალაც ერთვის, ოცდაათი სოფლის მოსახლეობის მიერ გამოვლენილი 131 პრობლემური საკითხიდან 71 მათგანი უკვე გადაჭრილია, ან მიმდინარეობს მათზე მუშაობა, 16 საკითხი განიხილება, ან შეტანილია 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში, ექვსი პრობლემური თემის მოსაგვარებლად ადგილობრივმა გამგეობამ შესაბამის უწყებებს მიმართა წერილობით. ორგანიზაციამ რამდენიმე საკითხზე გამგეობიდან მიიღო პასუხად, რომ არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი მათ გადასაჭრელად, დანარჩენი საკითხები კი, როგორც განმარტეს, სხვა საჯარო უწყებების განხილვის კომპეტენციაა.

არჩილ თოდუას თქმით, ის ფაქტი, რომ გამოვლენილი პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს. მანვე აღნიშნა, რომ რადგან ბევრ სოფელში საექიმო ამბულატორიის საჭიროება დგას, ჯანდაცვის სამინისტრომ გაცილებით მეტი თანხა უნდა გამოყოს ამ მიმართულებით.

„დღეს მოსახლეობასთან შეხვედრის ფაქტობრივად ერთადერთი მექანიზმი არის სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში გასამართი კრებები. თუმცა, ადგილობრივებს ასევე უნდა მიეწდოთ ინფორმაცია, რომ მათ აქვთ უფლება დასახლების კრების გამართვისაც, სადაც შეუძლიათ განიხილონ სოფლად არსებული პრობლემები და არ დაელოდონ მაინცდამაინც სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“, - განმარტა მან.

არჩილ თოდუას თქმით, გამგეობის, საკრებულოს, სხვა საჯარო უწყებების ცალკეულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა პერიოდულად უნდა გამართონ შეხვედრები, რათა მიიღონ განახლებული ინფორმაცია მოქალაქეთა საჭიროებების შესახებ.

„გამჭვირვალობის“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს, განხორციელდა და დაიგეგმა. მათ შორის აღნიშნა ანაკლიაში სანიაღვრე არხების რეკონსტრუქცია, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა, რომელიც წელს უნდა დასრულდეს და პროექტის ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია, ასევე სოფლებში გზების ნაწილობრივი და სრული აღდგენა, მოხრეშვა, საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები, ახალი ჯგუფების დამატება. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მასალაში ასევე საუბარია იმ საჭიროებებზე, რასაც მოსახლეობა ითხოვს, როგორიცაა ხიდების აღდგენა, საკანალიზაციო სისტემის რეკონსტრუქცია, წყლის საჭიროებები, ელექტროსადენების პრობლემა, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, უგზოობა და სხვა ინფრასტრუქტურული აუცილებლობები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ასოციაცია „ათინათის“ პროექტის - „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში შეხვედრები ზუგდიდის 30 სოფელში 2013 წელს გამართა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.