ზუგდიდის ბიბლიოთეკამ ფოტოკონკურსი - „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ გამოაცხადა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა აცხადებს
ფოტოკონკურსს თემაზე „ჩემი ვეფხისტყაოსანი“. 2016 წელს საქართველო
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს
აღნიშნავს, ამიტომ ბიბლიოთეკა მსურველებს კონკურსში მონაწილეობას
სთავაზობს. მოქალაქეების ნამუშევრები „ფეისბუკ“ გვერდზე ალბომში - „მე
მიყვარს ვეფხისტყაოსანი“ აიტვირთება. თითოს მხოლოდ ერთის გამოგზავნის
შესაძლებლობა აქვს. ფოტო ხარისხიანის პარალელურად თემატური უნდა იყოს
ავტორის ვინაობის, ასაკის, საკონტაქტო ტელეფონის და ფოტოს მოკლე
აღწერილობის თანდართვით. კონკურსის პირობების მიხედვით, არ მიიღება
ინტერნეტში მოძიებული ნამუშევრები, რომელთა შინაარსი შეცვლილია
გრაფიკული პროგრამის საშუალებით.
„გამოხატე შენი დამოკიდებულება ყველა დროისა და ეპოქის ამ უნიკალურ თხზულებასთან დაკავშირებით, დააგროვე ყველაზე მეტი „like” და მოიგე კონკურსი. ფოტოკონკურსის საუკეთესო ნიმუშების წარდგინება და გამარჯვებულის დაჯილდოება 21 აპრილს მოხდება. ლაიქების მიხედვით ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, ასევე იქნება ჟიურის რჩეული“, - აცხადებს ბიბლიოთეკა.
ფოტოკონკურსი 30 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.