ახალი ამბები
ზუგდიდის მერიას ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და ტყუილში ადანაშაულებენ. საქმე ეხება გამარტივებული წესით ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერებს, რომლის თანახმად, მერიამ ყვავილების თაიგულები და ტორტები შეისყიდა 2016 წლის კულტურული ღონისძიებებისთვის.

მერიამ 8 ტორტის შესასყიდად ჯამში 1 500 ლარი გამოყო. აქედან 937,50 კულტურული ღონისძიებების დაფინანსების, 562,50 ლარი სკოლების ხელშეწყობის პროგრამიდან. ტენდერში ინდმეწარმე „ნინო მესხიამ“ გაიმარჯვა.

რაც შეეხება ყვავილების თაიგულების შესყიდვას, ინდმეწარმე „რუსუდან ვართაგავასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანმა ღირებულებამ 5 ათას 655 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 3 380 კულტურული ღონისძიებების, 1 775 ლარი კი სკოლების ხელშეწყობის პროგრამიდან განისაზღვრა.

სამოქალაქო აქტივისტს ეგნატე შამუგიას მიზანშეუწონლად მიაჩნია, როცა მერიის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის თანხები სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამიდან იხარჯება, ეს მაშინ, როცა ამ პროგრამის მოცულობა თანხებში 60 ათას ლარს შეადგენს, კულტურული ღონისძიებების პროგრამის კი 200 ათასი ლარიდან 265 ათას ლარამდეა გაზრდილი. შამუგია განმარტავს, რომ სკოლების ხელშეწყობის პროგრამის აღწერილობის მიხედვით, თანხა შემეცნებითი კონკურსების ჩატარების, სოციალურად დაუცველი ბავშვების საზაფხულო ბანაკებში დასასვენების და სხვა მსგავსი მიმართულებით უნდა დაიხარჯოს, რამაც მოსწავლეებისთვის დამატებითი განათლების მიცემას, განსაკუთრებულად ნიჭიერების გამოვლენას, მათ კიდევ მეტ განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ შემთხვევაში კი, როგორც განმარტავს, ეს თანხები სხვა მიზნებისთვის დაიხარჯება:

„მით უმეტეს, კულტურული ღონისძიებებისთვის გაცილებით მეტი თანხაა გამოყოფილი, ვიდრე სკოლებისთვის. ამან ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს სკოლის დირექტორებში უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა კი რეალურად გამოჩნდა მერიის ქმედება, რაც გულისხმობს სკოლების მოტყუებას, თითქოს მერიამ თანხა გაითვალისწინა მათი დახმარებისთვის“.

სამოქალაქო აქტივისტის განმარტებით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდის მერია ბიუჯეტის ხარჯვას საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად არ ახდენს და სკოლების ხელშეწყობისთვის განსაზღვრული თანხები სულ სხვა ღონისძიებებისთვის იხარჯება.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში ეგნატე შამუგიას ნათქვამს „სკოლების მოტყუებასთან“ დაკავშირებით, გაუგებარი და უსაფუძვლო უწოდეს. რაც შეეხება უშუალოდ ტენდერს და ყვავილების თაიგულების და ტორტების შესყიდვას, აღნიშნეს, რომ თანხის ნაწილი, განათლების განყოფილების მიერ ინიცირებული ღონისძიებებისთვის გამოიყო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამიდან.

„აღნიშნული პროგრამიდან სამი (სკოლის ბიბლიოთეკართა დღის, სოციალურად დაუცველი ბავშვების დაჯილდოებისა და პედაგოგთა პროფესიული დღის აღსანიშნავად) ღონისძიებისთვის სამი ტორტის შესაძენად 600 ლარი, ხოლო ყვავილების შესაძენად 1975 ლარი იქნა გამოყოფილი. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში, სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამაში გათვალისწინებული თანხები მიმართულ იქნება შემეცნებითი კონკურსების, სკოლის მოსწავლეებისა და დედ-მამით ობოლი ბავშვების წახალისებისთვის“, - უთხრეს „ლაივპრესს“ ქალაქის მერიაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.