ზუგდიდის მერმა მოქალაქეებს ანგარიში ჩააბარა [Video]
ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმოადგენლებს და მოქალაქეებს ანგარიში ჩააბარა მიმდინარე
ინფრასტრუქტურული და
დაგეგმილი პროექტების შესახებ.
მერმა ისაუბრა გარე განათების, გზების, კორპუსების ეზოების მოწყობის სამუშაოებზე, რომელიც მისი თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება. მისივე განცხადებით, აპრილის ბოლოს გაიხსნება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარემონტებული შენობა.
„სასახლის მშენებლობას ვადაზე ადრე ვამთავრებთ. მშენებლებმა საუკეთესოდ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და უკვე აპრილის ბოლოს გავხსნით. 10 აპრილს, შენობას ჩაგვაბარებენ, შემდეგ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. ექსპერტიზა ჩატარდება და აპრილის ბოლოს გაიხსნება. სასახლე ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. გათბობა, განათება, კონდიცირება, აკუსტიკა, ყველაფერი მაღალ დონეზეა შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.
მოქალაქე როსტომ ზარანდია დაინტერესდა, თუ რა გეგმა აქვს მერიას ზუგდიდის თეატრის შენობის რეკონსტრუქციაზე.
ირაკლი გოგოხიამ აღნიშნა, რომ პირველ რიგში უნდა მომზადდეს საპროექტო დოკუმენტაცია:
"თეატრის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, სამუშაო პროცესი რომ არ შეფერხდეს, რეაბილიტაციისთვის დამატებით თანხებს გამოვყოფთ, ხოლო შენობის მთლიანი კომპლექსიის პროექტი რომ მომზადდება, მერე გადაწყდება, თუ საიდან მოხდება დაფინანსება, ვეცდებით, რომ ღირსეულად შევხვდეთ თეატრის 150 წლისთავის იუბილეს“.
ქალაქ ზუგდიდის მერის ანგარიში ყოველი თვის ბოლოს გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ცენტრში.