ახალაბასთუმანში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
ამ წუთებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი
გაფუჭებული
გზებია. ისინი ამბობენ, რომ აქ გადაადგილება ტრანსპორტით უკვე
შეუძლებელია. შეკრებილთა თქმით, სავალ გზაზე რთული ვითარება ყოველთვის
იყო, თუმცა უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც ახალი სტადიონის მშენებლობა
დაიწყო. აქციის მონაწილეთა განმარტებით, სატვირთო მანქანები,
რომლებსაც სამშენებლო მასალეები დააქვთ, სწორედ ამ სოფელს გადიან.
მოსახლეობა ამბობს, რომ სტადიონის მშენებლობა კარგია და არ არიან ამის
წინააღმდეგნი, თუმცა გზების შეკეთებას ითხოვენ, რადგან მათივე თქმით,
გადაადგილება ფერხდება და მით უფრო უამინდობის პირობებში.