აფხაზეთში კივის ახალი სახეობები გამოიყვანეს
მეცნიერებმა აფხაზეთში კივის ახალი სახეობები გამოიყვანეს, რომლებიც
გამოირჩევიან უხვი მოსავლითა
და გამძლეობით. სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, კივის ახალი
ქვესახეობები საკმაოდ კარგად უძლებენ სხვადასხვა მავნებლებსაც.
„მიღებულია კივის ხუთი სახეობა. აქედან სამი: აფსნი, გამარჯვებული და ოთხარა გამოირჩევა მსხვილი ნაყოფით; გულირიფშის სახეობა კი უფრო მომცრო ზომისაა და მისი გამოყენება შეიძლება გადასამუშავებლად. მამრი კივის სახეობა, როგორიცაა მაჩარა, რეკომენდირებულია კივის გასამრავლებლად, დასამტვერად“, - განმარტა აფხაზეთის სოფლის მეურნეობის და მეცნიერების აკადემიის დირექტორმა, ლესიკ აიბამ.