დევნილთა ჩასახლებაში გავრცელებული ინფექციის მიზეზებს იკვლევენ [Video]
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში
რამდენიმე ათეული ადამიანია მოწამლული.
ყველა მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნება - სიცხე, დიარეა,
გულის რევის შეგრძნება. მათი თქმით, დაახლოებით ორი დღეა, რაც
მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მიზეზი
სასმელი წყალია. აღნიშნეს, რომ მსგავსი მოწამვლის შემთხვევა
დაახლოებით ერთი თვის წინაც მოხდა. ჩასახლებაში მცხოვრებლების
განმარტებით, მოწამლულთაგან ნაწილი ექიმებთან კონსულტაციის გავლის
შედეგად სახლებში მკურნალობენ, ნაწილი კი ინფექციურ საავადმყოფოშია
მოთავსებული. თავის მხრივ, ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ
გუშინ დღიდან ამ დრომდე მათთან შვიდი პაციენტი შემოიყვანეს, რომელთაც
აღენიშნებოდათ ფაღარათი, ცხელება, გულის რევის შეგრძნება. სამი
მათგანი სტაციონარშია რჩება. მათი მდგომარეობა როგორც განმარტეს,
საშუალოზე მძიმეა. დანარჩენი ოთხი კი ბინაზე გაწერეს.
„როგორც პაციენტები ამბობენ, კიდევ არის მოწამვლის შემთხვევები. ამას არ ქვია არც ეპიდემია, არც პანდემია, აფეთქებაც კი არ არის ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ექიმმა-ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ.
თაბუკაშვილის ჩასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დევნილთა პოლიკლინიკის წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები იმყოფებოდნენ. ადგილზე ვითარებას გაეცნო ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახური. თუ რამ გამოიწვია მოსახლეობის მოწამვლა, ანალიზის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოგვიანებით მონაცემებს და ინფორმაციას შეკრებს, თუ რამდენ პაციენტზეა საუბარი და სავარაუდოდ რის გამო გახდნენ ისინი ცუდად.