ზუგდიდის საკრებულო „კოფი ბრეიკისთვის“ ათას ლარამდე დახარჯავს
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხების არამიზნობრივ
ხარჯვასა და შესყიდვის დარღვევით
განხორციელებაში ადანაშაულებენ. მიმდინარე წლის 22 იანვარს
გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საკრებულო „საჭიროებიდან
გამომდინარე“, სტუმრების გამასპინძლებისთვის, გამარტივებული წესით
ჯამში 998,40 ლარის პროდუქციას შეიძენს.
კერძოდ, 405 ლარის არაგაზირებული წყალი, 330 ლარის ყავა, 77,50 ლარის შაქარი, 65 ლარის ჩაი, 86,40 ლარის ერთჯერადი თეფში და ერთჯერადი ჭიქა 34,50 ლარის ღირებულების. ხელშეკრულება ქალაქის მერიამ შპს „ჯიბესთან“ გააფორმა.
სამოქალაქო აქტივისტი ეგნატე შამუგია მიიჩნევს, რომ ეს არამიზნობრივი ხარჯია. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა მერია-საკრებულომ შარშან რესტორნებში სტუმრების გასამასპინძლებლად 19 ათასი ლარის მომსახურება გასწია, წელს კი 57 ათასი ლარი აქვს ამისთვის განსაზღვრული, მაშინ, როცა უფასო სასადილოს ერთ ბენეფიციარზე 1,32 ლარია გათვლილი, ცალკე ყავა-ჩაი-შაქრის და სხვა პროდუქციის კიდევ ცალკე შესყიდვა, მიზანშეუწონელი, „ზედმეტი“ ხარჯია.
„თუ სტუმრები, ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრები მიყავთ რესტორანში, მაშინ ცალკე ყავას და ჩაის რატომ ყიდულობენ, არ მესმის. ისე, თუ ამის საჭიროება იყო, მისი შესყიდვა უნდა მომხდარიყო გამარტივებული ელექტრონული ტენდერით. ამ შემთხვევაში საჭირო არ იყო და იმის შესყიდვაც უკანონოდ მოხდა“, - უთხრა ეგნატე შამუგიამ „ლაივპრესს“.
მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული წესით, როგორც წარმომადგენლობითი ხარჯი, რაც იმას გულისხმობს, რომ ანგარიშფაქტურასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს სტუმრების სახელობითი სია, რომლითაც დადასტურდება გაწეული ესა თუ ის მომსახურება.
„ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში წერია „საკრებულოში მოსული სტუმრებისთვისო“ ერთი წლის განმავლობაში. ერთი ტომარა შაქარი რამდენ ყავას მოამზადებს? აქ სახელობით სიას ვინ შეადგენს? როგორ შედგება? ცოტა არარეალურია. ამიტომ, მსგავსი მომსახურების წარმომადგენლობითი ხარჯის სახით შესყიდვა დარღვევაა“, - გვითხრა მან.
თავის მხრივ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეგნატე შამუგიას ბრალდების საპასუხოდ განაცხადეს, რომ საკრებულო ღია ორგანიზაციაა, სადაც დღის მანძილზე არაერთი შეხვედრა, პრეზენტაცია, მიღებები იმართება. შესაბამისად დგება საჭიროებაც მინერალური წყლების, წვენების, ჩაის, ყავის, რაც საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა.
„სწორედ ამ საჭიროებებისთვის მთელი წლის განმავლობაში ბიუჯეტით გამოყოფილია სულ 998 ლარი. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ხდება ხარჯების გაწევა ზემოაღნიშნული საჭიროებისათვის, არაუმეტეს მითითებული ოდენობისა. ფაქტობრივი ხარჯვის მდგომარეობის თვალსაზრისით კი მოგახსენებთ, რომ მიმდინარე ოთხი თვის განმავლობაში ამ დანიშნულებით საკრებულოს მიერ გახარჯულია სულ 152 ლარი და 10 თეთრი“, - უთხრა „ლაივპრესს“ საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ირაკლი ლაგვილავამ.
რაც შეეხება ტენდერს, მისივე განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 პირველი პრიმა მუხლის, მე-3 პუნქტის, „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა“.