აფხაზეთში მორატორიუმის მოთხოვნით გამართული აქციების ორგანიზატორი თანამდებობიდან მოხსნეს
აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური პარტია „აინარის“ ხელმძღვანელი, თენგიზ
ჯოპუა, რომელიც ამავდროულად, დე-ფაქტო კონტრაბანდასა და
საბაჟოზე დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი იყო, სხვა
სამსახურში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ნუჟნაია გაზეტა“
ავრცელებს.
„ეს არ არის ნორმალური სიტუაცია, როცა საბაჟოს განყოფილების უფროსი ხელისუფლებას აკრიტიკებს. ჩვენ ვისაუბრეთ და გავუგეთ ერთმანეთს, თენგიზი დამეთანხმა, რომ ის ან თავისი საქმით უნდა იყოს დაკავებული, ან პოლიტიკით. სამწუხაროდ, ის ბოლო დროს პოლიტიკით იყო დაკავებული. ეს მისი უფლებაა, აფხაზეთში მოქმედი კანონი საბაჟოს თანამშრომელს პოლიტიკურ საქმიანობას ვერ აუკრძალავს, თუმცა უნდა გაერკვეს მებაჟეა, თუ პოლიტიკოსი“, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე დაურ კობახიამ.
„გავრცელდა ცნობები მისი გათავისუფლების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ის გადაყვანილია ჩემი ბრძანებით კადრების განყოფილებაში“, - დასძინა კობახიამ.
თენგიზ ჯოპუა აფხაზეთში უცხოეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის შესახებ კანონპროექტზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. აფხაზური მედიაგამოცემის „მოსკოვი-სოხუმის“ რედაქტორი ანტონ კრივენიუკი მას მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.