ახალ უბანში მოწამლულები ფულად დახმარებას მიიღებენ
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში სასმელი
წყლით მოწამლულებს დევნილთა და განსახლების
სამინისტრო ერთჯერადად დაეხმარება, - ამის შესახებ „ლაივპრესს“
დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული
ორგანოს ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ განუცხადა.
„დაბინძურებული წყლის სისტემის გამო დევნილთა დასახლებაში ათეულობით ადამიანი მოიწამლა. მათგან რამდენიმე სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა, ჩვენ მათ ერთჯერადად, დაახლოებით 200 ლარს მივცემთ“,- განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.
მისივე თქმით, სასმელი წყლით მოწამლული დევნილების ერთჯერადი დახმარება მას შემდეგ გაიცემა, რაც ისინი ოფიციალური განცხადებით დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიმართავენ.
დევნილთა დასახლებაში, სასმელი წყლით მოწამვლის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. სულ ჩასახლებაში 111 მცხოვრები დაავადდა.