ზუგდიდის ახალ უბანში წყლის მიწოდება პრობლემად რჩება [Video]
ზუგდიდის ახალი უბნის მცხოვრებლები წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვენ.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სუფთა წყალი ავზებით მიაქვთ,
არსებობისთვის არასაკმარისია.
თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს დღეს ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე შეხვდა. მან ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ, რომელიც ახალ უბანში მივიდა, მოსახლეობას უთხრა, რომ სამუშაოები უმოკლეს ვადებში დასრულდება და წყლის მიწოდება აღდგება.
ზუგდიდის ახალ უბანში წყლის მიწოდების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სუფთა წყლით მოსახლეობა მოიწამლა. პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, სულ 111 მცხოვრები დაავადდა.
ინფექციურ საავადმყოფოში „ლაივრესს“ უთხრეს, რომ ახალი უბნიდან მისული პაციენტები მიღებიდან სამ დღეში გაწერეს.