პროკურატურას ზუგდიდის ახალ უბანში გამოძიების დაწყებას სთხოვენ [Video]
არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯე" პროკურატურას მიმართავს,
გამოიძიოს თაბუკაშვილის ქუჩაზე,
ახალ უბანში არსებული პრობლემა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის იაგო
ფასანძის განცხადებით, ახალ უბანში წყლის დაბინძურების პირველი
შემთხვევა ერთი თვის წინ დაფიქსირდა, პრობლემის მოსაგვარებლად კი
სოლიდური თანხები დაიხარჯა და მიუხედავად ამისა, სასმელი წყლის
დაბინძურება გკვლავ განმეორდა. იაგო ფასანძის თქმით
შესასწავლია, თუ რა სახის სამუშაოები ჩატარდა და რაში დაიხარჯა
თანხები. არასამთავრობო ორგანიზაცია პრობლემით დაინტერესებისკენ
მოუწოდებს პრემიერ-მინისტრსაც.
ზუგდიდის ახალ უბანში წყლის მიწოდების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სუფთა წყლით მოსახლეობა მოიწამლა. პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, სულ 111 მცხოვრები დაავადდა.
ინფექციურ საავადმყოფოში "ლაივრესს" უთხრეს, რომ ახალი უბნიდან მისული პაციენტები მიღებიდან სამ დღეში გაწერეს.