ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე გამორიცხავს ზუგდიდის ახალ უბანში კანალიზაციის მილიდან წყლის დაბინძურებას [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ზუგდიდის ახალ უბანში მცხოვრებ დევილებს შეხვდნენ. მათ სასმელი წყლის დაბინძურების და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარე სამუშაოებზე განმარტებები გააკეთეს. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, გამოირიცხა გამოთქმული ვერსია თითქოს წყლის დაბინძურება კანალიზაციის მილის დაზიანების გამო მოხდა. მისი თქმით, რამდენჯერმე აღებული სინჯებით გაირკვა, რომ დასახლებაში „გრუნტის წყლებიდან არის გარკვეული დაბინძურება და პრობლემაა ნაწლავური ჩხირის“. მისი სიტყვებითვე საკითხის მოგვარება მოხდება საჭირო ტექნოლოგიის დაცვით.

ახალი უბნის მცხოვრებლებმა მინისტრის მოადგილეს დასახლებაში არსებული სხვა პრობლემების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით, კორპუსების ნაწილის სარდაბში წყალი დგება და სველდება კედლებიც.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, კომპანია „დაგი“, რომელმაც ააშენა კორპუსები, მიუხედავად იმისა, რომ საგარანტიო ვადა ამოეწურა, მზად არის ყველა სამშენებლო ხარვეზი აღმოფხვრას.

სამინისტროს წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს დევნილების პრეტენზია უყურადღებობასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილის თქმით, პრობლემის დაფიქსირების პირველივე დღიდან ყოველდღიურ რეჟიმში ადგილზე იმყოფებოდნენ, როგორც დევნილთა სამმართველოს, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინისტრის მოადგილეებთან ერთად ახალ უბანში დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა იმყოფებოდა.

მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა ახალ უბანში. ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავს, გამოიძიოს თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახალ უბანში არსებული პრობლემა.

ზუგდიდის ახალ უბანში წყლის მიწოდების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სუფთა წყლით მოსახლეობა მოიწამლა. პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, სულ 111 მცხოვრები დაავადდა.
ინფექციურ საავადმყოფოში „ლაივრესს“ უთხრეს, რომ ახალი უბნიდან მისული პაციენტები მიღებიდან სამ დღეში გაწერეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.