ზუგდიდის გამგეობამ მგლების დასახოცად გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გამოავლინა
ზუგდიდის გამგეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხუთი მგლის ლიკვიდაციაში
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 475 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამისი
ხელშეკრულება გამგეობამ „ზუგდიდის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბთან“
გააფორმა, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.
გამგეობაში აცხადებენ, რომ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება განაპირობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სოფლებში მგლების მომრავლებამ.
„გვაქვს ძლიან ხშირი შემხვევები მტაცებელი ცხოველების შემოვარდნის, მსხვილფეხა პირუტყვების დაგლეჯის სოფელ ტყაიაში, რუხში, ცაცხვში, გვქონდა შემთხვევა, რომ ჭითაწყარის ტერიტორიაზე ქალბატონი დაკბინა და მას დასჭირდა ხელის მტევნის ამპუტირება. როგორც მონადირეებმა ახსენეს, მგლების შემოსვლა ხდება აფხაზეთიდან“, - უთხრა „ლაივპრესს“ გამგეობის საზოგადოებასთან ურთერთობის განყოფილების უფროსმა, მაია ღურწკაიამ.
მისივე სიტყვებით, „მონადირეთა და მეთევზეთა კლუბთან“ ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა განაპირობა გარეოებამ, რომ მანამდე პრობლემის მოგვარება პროცედურულად ძალიან დიდ დროს მოითხოვდა: გამგეობას წერილით უნდა მიემართა გარემოს დაცვის სამინისტროსთვის, რომელიც თავის მხრივ, „მონკავშირს“ უკავშირდებოდა.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ერთი ინდივიდი მგლის ბუნებიდან ამოღების ღირებულება შეადგენს 495 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ყოველთვიურად 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“.
ამასთან ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ „მგლის ინდივიდის ბუნებიდან ამოღება“ უნდა განხორციელდეს ჩასაფრების წესით, ისეთი ხერხებით, რომელიც გამორიცხავს სხვა სახეობის გარეული ცხოველისთვის ზიანის მიყენებას. ოფიციალური ინფორმაციით, გამგეობას „ზუგდიდის მონადირეთა და მეთევზეთა კლუბისთვის“ უკვე გადახდილი აქვს 495 ლარი.
ზუგდიდის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირი ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „მონკავშირის“ ფილიალია.