მომხმარებლებს სააღდგომო პასკების შეძენისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
სურსათის ეროვნული სააგენტო სააღდგომო პასკების შეძენისას
მომხმარებელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება განსაკუთრებით
იმ ნაწარმს, რომლებიც ვიზუალურად გაფორმებულია სხვადასხვა სახის
ტკბილი მოსართავებით. ამის შესახებ "ლაივპრესს" სააგენტოს უფროსის
მოადგილე კახა სოხაძემ განუცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებმა
ტემპერატურის მატებასთან ერთად თავი უნდა შეიკავონ არაორგანიზებული
ვაჭრობის პირობებში მალფუჭებადი სურსათის, მათ შორის სადღესასწაულოდ
საკმაოდ ჭარბი ოდენობით გამოტანილი საკონდიტრო ნაწარმის
შეძენისგან.
"მომხმარებლის ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის პარალელურად აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, რომ პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს რამდენად დაცულია შენახვის პირობები და თავის შეიკავოს არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, სადაც არ ხდება სურსათის უვნებლობის მინიმალური წესების დაცვაც კი", - გვითხრა კახა სოხაძემ.
მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, ანალოგიურად გამოიჩინონ სიფრთხილე ისეთი მაღალი რისკის შემცველი სურსათის შეძენისას, როგორიცაა ხორცი, ხორცპროდუქტები, რძის ნაწარმი. საეჭვო წარმოშობის სურსათის აღმოჩენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე - 2 - 47 - 01 - 01.
https://casinopinups.com/