ახალი ამბები
ნონა გაფრინდაშვილს იუბილე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
დიდი პატივია ჩემთვის, აქ ამ სცენაზე წარმოვადგენდე კუთხეს, რეგიონს, ქალაქს, სკოლასაც კი, არაჩვეულებრივ მეორე სკოლას, რომელიც განსაკუთრებით საყვარელია ქალბატონ ნონასთვის, რამეთუ, მისი მშობლიური კუთხე, ქალაქი, სკოლაა. განაცხადა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის აღსანიშნავად გაიმართა თბილისში, რუსთაველის თეატრში.

მერაბ ქვარაიას თქმით, სამეგრელომ ბევრი ღირსეული ადამიანი გაუზარდა საქართველოს, რომელთა შორის ერთ-ერთი ნონა გაფრინდაშვილია.

"ამიტომაც, მისი საყვარელი ქალაქი ზუგდიდი განსაკუთრებული სიყვარულით უთვლის მოკითხვას ქალბატონ ნონას და განსაკუთრებულად ეფერება მას", - აღნიშნა მან.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ზუგდიდი საჭადრაკო ტრადიციების ქალაქია: 

"ანდრია დადიანი, რომელიც საუკუნით ადრე გაიცნო ევროპამ, მისი საჭადრაკო პარტიები გამოიცა არაერთ ენაზე. სწორედ მისი სახელობის სკვერი გაიხსნა ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, სადაც მდებარეობს საჭადრაკო სკოლა, რომელსაც ხალხმა ნონას სკოლა შეარქვა", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ვერის პარკში გამართულ ცერემონიალს მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი და უცხოელი სპორტსმენები დაესწრნენ.

მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 1962, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში მოიგო. იგი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელია, ვეტერანთა შორის კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვეს. ისინი
მსვლელობით მივიდნენ ევროკავშირის ოფისთან,
18:02 / 02.07.2022
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვეს. ისინი მსვლელობით მივიდნენ ევროკავშირის ოფისთან,
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს,
თბილისში,
13:56 / 02.07.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს, თბილისში,
მესტიისა და ზემო სავანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს დღეს, 2
ივლისს დაგეგმილ
13:38 / 02.07.2022
მესტიისა და ზემო სავანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს დღეს, 2 ივლისს დაგეგმილ
თბილისის დროით 12:28 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
13:11 / 02.07.2022
თბილისის დროით 12:28 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.