ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდის ტენდერების კორუფციულ სქემაში საჯარო მოხელეები არიან ჩართული [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის თვითმმართველობის თანამდებობის პირები ტენდერებში, კორუფციული გარიგების საფუძველზე თანხებს ითვისებენ. ქალაქის საკრებულოს წევრმა შესაბამისი განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში გააკეთა.

დეპუტატის განცხადებით, ქალაქში სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული ძირითადად ერთი და იგივე კომპანიები ხდებიან, რომელთა ხელმძღვანელები ქალაქის მერის, მისი მოადგილის, ვიცე-მერის, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მეგობრები და ნათესავები არიან. მისი თქმით, "კორუფციული გარიგების" შესახებ ინფორმირებულია გუბერნატორი, ლევან შონია, თუმცა ფაქტზე რეაგირებას არ ახდენს.

ანა წითლიძემ ბრიფინგზე, რომელსაც მედიასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ წარმოადგინა „თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ გამოცხადებული ტენდერების კორუფციული სქემა“:

„ინდ. მეწარმე ელდარ ფიფია (მეტსახელად არწივა)- ზუგდიდის საკრებულოს წევრის, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ნათია ფიფიას მამა. მისი კომპანიონი სოსო თოდუა - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას მამა. ინდ. მეწარმე სოსო გოგოხია - ელდარ ფიფიას პარტნიორი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

შპს ზუგდიდმშენსერვისი,- ზუგდიდის მერის მოადგილის ( ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია მისი მეჯვარეა) კობა ჯიქიას სიმამარი თემურ ჯანაშიასია. მთავარი ინჟინერი არის ბესიკ თოდუა - არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას მამა.

შპს აკაენერჯი - კახაბერ აზიკური (კახა კალაძესთან დაკავშირებული კომპანიაა) ვიცე მერი გულორდავა ლობირებს ჩამოყვანას. შპს ჯორჯიან სტოუნი (ბათუმი, ქობულეთი) ამ კომპანიის წარმომადგენელი ზუგდიდიში არის ირაკლი გოგოხიას ძმა პაატა გოგოხია, შპს ლეგი მისი პარტნიორი ორგანიზაციაა.

შპს გილანი XXI - ავთანდილ წირღვავა, ლექსო წირღვავა. ზუგდიდის ვიცე-მერის გია გულორდავას ლობირების ქვეშ. (გარდა ამისა ერთ პირთან მოლაპარკებით ამ კომპანიას მიეცა ყინულის სახლის 850 ათასი და სპორტის სასახლის გადახურვის 250 ათასი). შპს გზამშენი და ქვეკონტრაქტორი ამი 2014 - ე.წ. ქვაფენილების საქმე - ზუგდიდის ვიცე მერის გია გულორდავას ლობირებით. შპს რეზი 10 არჩილ ხუბუნია - ვიცე მერი გულორდავას ლობირებით. შპს კავკასენერგო - ვიცე მერი გულორდავას ჩამოყვას“, - ნათქვამია „კორუფციულ სქემაში“, რომელიც დღეს ჟურნალისტებს ანა წითლიძემ გააცნო.

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. საკრებულოს არ გააჩნია სამუშაოების გადანაწილების არანაირი ტექნიკური საშუალება. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო სპეკულაციებთან დაკავშირებული განცხადება”, - აცხადებენ საკრებულოს პრესსამსახურში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კი ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ანა წითლიძის მიერ ბრიფინგზე დასახელებული პირებს არ იცნობენ კომენტარი კი არ გაკეთდება რადგან ბრალდებები „აბსურდულია“. იგივე მიზეზით განცხადება არც მერიაში გაუკეთებიათ.

მერის მოადგილე კობა ჯიქია

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.