ახალი ამბები
კორცხელის საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ [Video]
კორცხელის საარჩევნო უბანთან მყოფი სპორტსმენები ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. ისინი მედიას, მათ შორის „ლაივპრესს“ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ადგილზე სამართალდამცველები მწირად იყვნენ წარმოდგენილნი. მათ წესრიგის უზურუნველყოფა ვერ შეძლეს.

სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს საკრებულომ ხმათა უმრავლესობით სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ცოტნე მურღულიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. კომისიის დასკვნის თანახმად, მან სხდომები 6 თვეზე მეტი ვადით გააცდინა და მიზეზებიც არ წარმოუდგენია. ეს გადაწყვეტილება ცოტნე მურღულიას გასაჩივრებული აქვს.