საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს ქვები და წყლის ბოთლი ესროლეს [Video]
კორცხელის #53-ე საარჩევნო უბნის პერიმეტრზე მყოფ ჟურნალისტებს ქვები
და წყლის ბოთლი ესროლეს.
მედიის წარმომადგენლები საკუთარ პროფესიულ საქმიანობას
ახორციელებდნენ, როცა უბნის სიახლოვეს მდგარმა პირებმა მათი
მისამართით წყლის ბოთლი და ქვები ისროლეს.
მანამდე ჟურნალისტებს სპორტსმენებიც დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. ისინი მედიას, მათ შორის „ლაივპრესს“გადაღებას უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა. აღნიშნეს, რომ მმართველი პარტია ადგილზე არჩევნებს აგებდა, ამიტომ ძალის გამოყენებით დაშინების გზას მიმართეს. ნიკა მელიას ინფორმაციით, იმ ადამიანებმა, ვინც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დავალება მხარის გუბერნატორისგან მიიღეს. თავის მხრივ, ლევან შონიამ ბრალდება კატეგორიულად უარყო.