„ლაივპრესის“ ჟურნალისტი დაკითხვაზე დაიბარეს
კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე
„ლაივპრესის“ ჟურნალისტი თამარ ზანთარაია
დაკითხვაზე დაიბარეს. გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, ეხება თუ არა
დაბარება მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას. განმარტეს, რომ დაკითხვა
კენჭისყრის დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ჟურნალისტს
სთხოვეს „ლაივპრესის“ მიერ გადაღებული ვიდეომასალის წარმოდგენაც,
რომელსაც შეისწავლიან.
საარჩევნო უბანთან მყოფი სპორტსმენები, გუშინ, 22 მაისს ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. მედიას, მათ შორის „ლაივპრესს“ გადაღებას უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საარჩევნო უბანთან მყოფმა პირებმა ჟურნალისტებს ქვები და წყლის ბოთლიც ესროლეს.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სპორტსმენები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა.
მომხდარზე საპარლამენტო უმცირესობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, „ქართული ოცნება“ კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობს.