აბაშაში „გენდერული დისკუსიები“ გაიმართა
ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრმა აბაშაში “გენდერული დისკუსიები"
გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის
მსხვერპლ ქალთა, მარტოხელა და მრავალშვილიან დედათა პრობლემებზე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ძალადობის
მსხვერპლთა მომართვიანობა შესაბამისი უწყებებისადმი რაიონში საკმაოდ
მცირეა. მიზეზი კი, ერთის მხრივ ინფორმაციის ნაკლებობა, მეორეს მხრივ
კი მენტალურია. დახმარებისთვისაც უფრო ხშირად სასულიერო პირებს
მიმართავენ, მაგრამ ძირითაად ად მათი პრობლემა გადაუჭრელი რჩება
იმიტომ, რომ მსხვერპლ ქალებს გარშემომყოფთა რეაქციების და შეფასებების
ეშინიათ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქალთა აქტიურ ჩართულობას პოლიტიკაში და ამ კონტექსტში გენდერული კვოტირების საკითხს. დისკუსიის მონაწილე დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ბევრი ფაქტია იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველები ქალებს ყოველთვის პატივს სცემდნენ, არის ქალთა მმართველობის მაგალითებიც.
„წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს საზოგადოება? მთავარია ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთება და და პროფესიონალიზმი და 50% კი არა, თუნდაც უფრო მეტი ქალი იყოს პარლამენტში, ეს მისაღებია საზოგადოებისთვის", - განაცხადა მან.
შეხვედრაზე უჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "ფელიჩიტაც“.
დისკუსიაში მონაწილეობა აბაშის რამდენიმე სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს.
„გენდერულ დისკუსიებს“ პროექტის "ხმა მიეცი თანასწორობას" ფარგლებში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) მხარდაჭერით”, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" და ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი ახორცილებენ.
პროექტი საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს, თუმცა, აბაშა მეცხრე მუნიციპალური ერთეულია, სადაც გენდერული დისკუსიები გაიმართა.