ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ოთხოზორიას მკვლელის დაკავებაზე [Video]
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა
ცოტნიაშვილი გიგა ოთხოზორიას პანაშვიდზე იმყოფებოდა. მინისტრის
მოადგილის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გიგა ოთხოზორიას
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ერთი დღით დააკავეს.
„ოთხოზორიას მკვლელის დაკავების შესახებ, დადასტურებულ ინფორმაციას არ ვფლობ, უბრალოდ, ვიცით, რომ ერთი დღით დაკავებულ იქნა და შემდგომში გაუშვეს ეს პიროვნება“, განახადა მამუკა ცოტნიაშვილმა.
მისივე თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
"ჩვენ ვეცდებით რომ ოჯახს შევუქმნათ ნორმალჯური პირობები და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ტრაგედია“, - განაცხადა ცოტნიაშვილმა.
ადმინისტრაციულ საზღვართან დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟის მიერ ნასროლ ტყვიის შედეგად მოკლული გიგა ოთხოზორია ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.
გიგა ოთხოზორია ხურჩის ადმინისტრაციულ საზღვართან მებაჟის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. გარდაცვლილის ახლობლების და ოჯახის წევრთა ინფორმაციით, გასროლა დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟეს და ოთხოზორიას შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდენ. გარდაცვლილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრია, რომელიც დროებით ზუგდიდში ცხოვრობდა.