ახალი ამბები
გალის შეხვედრაზე დღეს ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ მკვლელობას განიხილავენ
FaceBook Twitter
E-mail Print
გალში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა გაიმართება. ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მხარეების განხილვის მთავარი თემა ხურჩა-ნაბაკევის პირობით საზღვართან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალიეტბს 26 მაისს განუცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად გალის შეხვედრაზე გაირკვევა, მოხდება, თუ არა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის ექსტრადირება.

მიუხედავად იმისა, რომ გალის ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის გადაწყვეტილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდზე 23 მარტს მიიღეს, ზუსტი თარიღი როდიდან განახლდებოდა შეხვედრები ცნობილი არ იყო. მხარეების საგანგებოდ შეკრების მიზეზი ხურჩის ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე მომხდარი მკვლელობა გახდა.

განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს გაავრცელა ნათქვამია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა თავის რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს, ტელეფონით დაუკავშირდა და განიხილა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი.

აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომელთა მიზანი ინციდენტების პრევენცია და მათზე რეაგირება იყო თვეში ერთხელ ერთმანეთს გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში ხვდებოდნენ. მასში მონაწილეობას ქართულ, რუსულ და აფხაზურ მხარეებთენ ერთად გაერო–სა და ევროკავშირის წარმომადგენლები იღებდნენ.

ამ მექანიზმზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილში თქვა უარი. თავდაპირველად ეს უარი უკავშირდებოდა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ყოფილ ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს, რომელსაც სოხუმი მიკერძოებასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებდა. სოხუმმა გალის შეხვედრების გაგრძელებაზე უარი თქვა და ტიშკევიჩი „არასასურველ პირად“ გამოაცხადა.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე გასროლით მოკლეს. მკვლელობაში დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია ბრალდებული, რომელზეც საქართველოს მასშტაბით ძებნაა გამოცხადებული. გიგა ოთხოზორია 26 მაისს ზუგდიდში დაკრძალეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.